logo_geo
eng_logo
ილია მეორის აღსაყდრებიდან 39 წელი გავიდა
- +

25 დეკემბერი. 2016. 13:14


 



დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 39-ე წელი შესრულდა.


სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. უწმინდესის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს უკრაინის ეკლესიის მეთაური მისი უნეტარესობა ონოფრე, დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.


1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი, მიტროპოლიტი ილია ერთხმად დაადგინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მას ილია II ეწოდა.


1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ახალი პატრიარქი ავიდა. უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასეთი ახალგაზრდა კათოლიკოს-პატრიარქი არ ჰყოლია.


 

right_banner
არქივი
right_banner