logo_geo
eng_logo
ილია მეორე „რუსთავი 2“-ს: ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება
- +

28 მაისი. 2018. 10:24

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას „რუსთავი 2“-თან ეკლესიის ურთიერთობას შეეხო.

 

„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში - ურთიერთობა ეკლესიასა და „რუსთავი 2“-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×