logo_geo
eng_logo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს
- +

2 აგვისტო. 2018. 11:17

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილიაობას აღნიშნავს. 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ასევე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეც აღინიშნება. დღეს ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეც აღინიშნება.

 

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.

 

უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას მრევლს შეახსენა, რომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე (ელიას მთა) მდებარეობს.

 

„ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამების სახელობის ტაძარი დაფუძნებულია წმინდა ილიას მთაზე, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. გვექნება წირვა-ლოცვა საზეიმო, სადღესასწაულო წმინდა ილიასი. იმავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×