logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი
- +

28 აგვისტო. 2018. 14:07

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ღვთისმშობლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი დღესასწაულია.

 

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ჩვენ შევთხოვთ მას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 

ტაძარში მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია პრემიერი, რომელმაც საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×