logo_geo
eng_logo
„ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო“ - ილია მეორემ ნათლულები დალოცა
- +

20 იანვარი. 2019. 22:02

 

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა დასრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 600-ზე მეტი ნათლული პირადად დალოცა.

 

„დღეს არის ბედნიერი დღე. დიდი ნაწილი, 500 ბავშვზე მეტი მოინათლა და შეუდგა ქრისტეს მხედრიონს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. თქვენ იცით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ეს ბავშვები და მთელი საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა დღეს გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×