logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს გარდაცვლილთა სულები
- +

21 იანვარი. 2019. 20:30

 

 

 

ქაშვეთის ტაძარში, სადაც დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულები არიან დასვენებული პანაშვიდი აღევლინა. ქაშვეთში სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე თბილისის მერი კახი კალაძე.

 

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები”, – ბრძანა პატრიარქმა.

 

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×