logo_geo
eng_logo
მიტევების დღესთან დაკავშირებით, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას აღავლენს
- +

10 მარტი. 2019. 02:50

 

10 მარტს, მიტევების კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

 

შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

 

ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. ამასთან, ხვალ, ტაძარებში შენდობის ლოცვები იკითხება, რომლის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესის შესრულებას, სავარაუდოდ 19:00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.

 

წელს დიდმარხვა 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×