logo_geo
eng_logo
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება მიმდინარეობს
- +

27 აპრილი. 2019. 22:50

 

 

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება მიმდინარეობს. ღამისთევის მსახურება, რომელსაც მისი უწმინდესობა, ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. სამების ეკლესიაში ტრადიციულად, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. მრევლი მისი უწმინდესობის ეპისტოლეს, მოგვიანებით კი წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდება.

 

ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათში მიიტანენ, საიდანაც უკვე ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესია-მონასტერში გავრცელდება. ტაძარში ჯერ ყველა კანდელი ჩაქრება. ცეცხლის შეტანის შემდეგ კი, ხელახლა აინთება. სამების საკათედრო ტაძარშია ლიზა წიკლაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×