logo_geo
eng_logo
ილია მეორე: თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო
- +

12 მაისი. 2019. 14:44

 

 

„მთელი ერი მოხარულია, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი - მოხარული ვარ, რომ ამას ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე განაცხადა.

 

„თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო. როცა მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ. მას წილად ხვდა ივერია და იმ დღიდან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის“, - ბრძანა ილია მეორემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×