logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: თვით სერგო ორჯონიკიძესაც არ გაუჩუქებია ქართული მიწები, როგორც სააკაშვილმა გააჩუქა!
- +

14 სექტემბერი. 2020. 20:00

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ოპოზიციას გამანადგურებელ მარცხს უწინასწარმეტყველებს. მეცნიერი ამერიკულ „ენდიაისა“ და „აირაის“ აფრთხილებს და აცხადებს, რომ სანამ მხარს ნეოტროცკისტ ბოკერიასა და მისთანებს უჭერენ, „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ექნება მყარი საფუძველი, ხელისუფლებაში დარჩეს:

 

– ამ ხელისუფლებას ღმერთი რომ გაუწყრეს და არ დააპატიმროს, სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ჩამოვიდა, ხალხი დააპატიმრებს! ისე ცინიკურად თვით სერგო ორჯონიკიძესაც არ გაუჩუქებია ქართული მიწები, როგორც სააკაშვილმა გააჩუქა. გაიხსენეთ, რა თქვა მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩაბარების შემდეგ, როცა დამატებით 150 ქართული სოფელი დავკარგეთ – რაღაც ქვების გროვა წაგვართვესო! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილმა ამ ცინიზმისთვის მაინც უნდა აგოს პასუხი. მაგრამ მშიშარა კურდღელია და ვერ ჩამოვა, გამორიცხულია! კაცი, რომელიც რუსის თვითმფრინავის გამოჩენაზე გორში მიწას ცხვირით ხნავდა, ვერსადაც ვერ ჩამოვა!

 

– ბატონო ედიშერ, ჩვენ გარშემო საოცარი ამბები ხდება, მაგალითად, ნიკა გვარამია უკვე ოჯახების შეურაცხყოფაზეც გადავიდა...

 

– როგორც ჩემი მეგობარი ექიმები – აღიარებული სპეციალისტები მარწმუნებენ, ნიკა გვარამია შიზოფრენიით იტანჯება! მთელი მისი სამარცხვინო საქმიანობა – მიკროფონით მტკვარში სირბილი, პირბადეებთან დაკავშირებული სკანდალი და ყველა დანარჩენი უბედურება, გამოწვეულია მისი უმძიმესი ფსიქოემოციური მდგომარეობით, კერძოდ, შიზოფრენიით! ქრისტიანი კაცი ვარ და ცუდს მაინც არ ვუსურვებ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს – ნიკა გვარამია ერთ უიღბლო დღეს თავის უბედურ სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებს ან ხონის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდება, სადაც, ალბათ, კაკო ბობოხიძე მიხედავს... სხვა გამოსავალი არ არის, რადგან თბილისში საგიჟეთი მამუკა ხაზარაძემ დაანგრია!

 

– ვანი-ხონი-სამტრედია-წყალტუბოს საარჩევნო ოლქში ბოკერიას ნაცებმა დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად სწორედ კაკო ბობოხიძე წარადგინეს, ხოლო სააკაშვილის ნაცებმა – გენერალი დევი ჭანკოტაძე... ერთიც პუტჩისტია და მეორეც! ხალხს რას ერჩიან?

 

– ისეთ წმინდა ქართულ და ეროვნულად განწყობილ მხარეში, როგორიც ქვემო იმერეთია, პუტჩისტები და საქართველოს დამაქცევრები რომ ვერ გაიმარჯვებენ, ეჭვი არ მეპარება. კაკო ბობოხიძე 1992 წლის იანვარში ხონში სისხლიანმა ხუნტამ დანიშნა გამგებლად, ხოლო გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, როგორც ამას გენერალი თამაზ დუმბაძე იგონებს თავის გახმაურებულ წიგნში – „თქვენს გასაგონად, ბიჭებო!“ – ცხინვალიდან ჩამოიტანა ზარბაზანი და, რუსთაველზე მთავრობის სასახლესა და პირადად ზვიად გამსახურდიას ყუმბარები დაუშინა. გამორიცხულია, ასეთი ნაძირალები და სისხლიანი არაკაცები ვანელებმა, ხონელებმა, სამტრედიელებმა და წყალტუბოელებმა აირჩიონ!

 

– როგორც ცნობილი გახდა, ამერიკული „ენდიაი“ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გამოგზავნის! მთავარ მიზეზად კორონაპანდემია სახელდება, თქვენ რას ფიქრობთ?

 

– როგორც ცნობილია, საქართველოში „ენდიაის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყოფილ ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლორა თორნტონთან ბოკერიას, ჩერგოლეიშვილსა და მთელ „სანაცეთს” ტაშ-ფანდური რომ ჰქონდათ გაჩაღებული, ფაქტია. მოკლედ, ამ ორგანიზაციას ქართველი ხალხის თვალში ძალიან აქვს სახელი გატეხილი. აქედან გამომდინარე, ვაფრთხილებ ამერიკულ „ენდიაისა“ და „აირაის“: სანამ მხარს უჭერთ ნეოტროცკისტ ბოკერიასა და მის უნეტარეს მეუღლეს, ასევე მევახშე ხაზარაძეს და იმ გარყვნილ-გათახსირებულ დოლარიშვილებს, რომლებმაც ნათელაშვილის ფანჩატურში მოიყარეს თავი, მანამდე „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის მყარი საფუძველი ექნება, ხელისუფლებაში დარჩეს! ეს მიმართვა არ ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას და მითუმეტეს, პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ისეთი უწყებრივ-სექტანტური გაერთიანებები, როგორიც „ენდიაია“, ამერიკაშიც ებრძვიან!

 

– როგორია თქვენი პროგნოზი – ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში?

 

– „ქართული ოცნება“ ხმების 50 პროცენტზე მეტს აიღებს და ეს სულაც არ იქნება გასაკვირი, რადგან დღეს ხელისუფლებას ბარნაბა ეძგვერაძის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები ებრძვიან!

 

ბარნაბა ეძგვერაძის დუქანი ჯიხაიშის გადასახვევთან იდგა... იგი ბოლშევიკებთან ბოლშევიკი იყო, მენშევიკებთან – მენშევიკი, ხოლო ფედერალისტებთან – ფედარალისტი. სწორედ აქედან შეიქმნა ცნობილი სიმღერა – „შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა, რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა?!“ აი, სწორედ ასეა ამ ხალხის საქმე. სხვათაშორის, ბარნაბა ეძგვერაძე კომუნისტებმა შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს და მისი სახელი და გვარი ენციკლოპედიაშიც შეიტანეს, როგორც გამოჩენილი რევოლუციონერი...

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner