logo_geo
eng_logo
დავით ფაცაცია: ჩემ მიმართ განხორციელებული პროვოკაცია ნაციონალების მიერ წინასწარ გაწერილი დიდი გეგმის ნაწილია!
- +

25 ივლისი. 2016. 14:46


„ასავალ-დასავალის" წინა ნომერში დავით ფაცაციასთან დაწყებული საუბარი სამართლიანობის აღდგენის შესახებ მოგვიანებით „TV პირველის" სტუდიაში გაგრძელდა, სადაც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. დღეს დავით ფაცაცია ნაციონალების იმ გეგმის შესახებ საუბრობს, რომლის მსხვერპლიც თავად აღმოჩნდა და უშიშროების სამსახურს ვითარებაში გარკვევისკენ მოუწოდებს:


- ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში" სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ ვამხილე. აღვნიშნე - „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღესაც ბედავენ პროვოკაციების მოწყობას-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ დებატებში ზვიად კუპრავამ ნაციონალ შეფებთან მეგობრობა უარყო, როგორც ჩანს, ჩემმა გამოსვლამ გააღიზიანა, გადაცემის დასრულების შემდეგ, უკნიდან მომეპარა და თვალში მუშტი ჩამარტყა. თავიდან დავიბენი, თუმცა, მალევე მიიღო ადეკვატური პასუხი.


წესით, ზვიად კუპრავა გამოძახებულ პატრულს იქვე უნდა დაეკავებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. არ არის პრობლემა. ეს ადამიანი დაუსჯელი მაინც არ დარჩება!


- მაინც, როგორ აგებინებთ პასუხს?

 

- მასთან ანგარიშის გასწორებას უკანონო მეთოდებით არ ვაპირებ. ვპირდები - არჩევნების შემდეგ მისი საქმეები გამოძიებული იქნება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სათანადოდაც დაისჯება! პასუხს აგებს ამაზეც და ბევრ სხვა დანაშაულზეც! თუმცა, მინდა წინასწარ აღვნიშნო, თუ ამ ადამიანს ვინმე სცემს ან რაიმე ამდაგვარი შემთხვევა მოხდება, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იქნება მოწყობილი, რომ მე დამბრალდეს. შესაძლოა, ისეთივე სცენარი გაითამაშონ, როგორიც წიკლაურისა და ჭიაბერაშვილის შემთხვევაში გამოიყენეს.


- ვინ არის ზვიად კუპრავა? ფართო საზოგადოება მაინცდამაინც ინფორმირებული არ უნდა იყოს ამ პიროვნების შესახებ...

 

- „ნაციონალური მოძრაობის" ერთი რიგითი აქტივისტი იყო, რომელიც „რუსთავი-2"-მა გააპიარა - პატიოსნებისა და წესიერების სიმბოლოდ წარმოაჩინა. მერე სააკაშვილმა ოდესაში მიიწვია. ზვიად კუპრავა, რომელიც დღეს ნაციონალ ლიდერებთან მეგობრობას უარყოფს, ახალაიასთან დაახლოებული პირია. წლების განმავლობაში პატრულის თანამშრომელი იყო და, როგორც ვიცი, 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევებშიც მონაწილეობდა. ჩვეულებრივი 30 ათასი კაცის მობილიზება აქვთ გეგმაში. რეალურია „ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ბოკერიას ეუბნება - ნიკა გვარამიას სცემეთ, ვინმე ბავშვიანი ქალი მოკალით, რომ ხალხმა დაიჯეროს, თითქოს ხელისუფლებამ იძალადაო.




ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×