logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: სანდრას „დიდოუ ნანათი“ სამეგრელოში აღარ მოტყუვდებიან!
- +

28 ივლისი. 2016. 13:17



მსახიობი ლალი ბადურაშვილი წინასაარჩევნო მარათონს საკუთარ შეფასებას აძლევს და ხმამაღლა აცხადებს:


- ხალხო, ნაციონალები ოპოზიციონერები კი არა, ჩასაფრებული ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ დანაშაულებზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ჩვენ ჩაგვედინოს. შეცდომებს გავითვალისწინებთო... არადა, მკვლელობები, 300 ათასი პრობაციონერი, ქართული გენეტიკის მოშლა და ხალხის წელში გადატეხა შეცდომა კი არა, დანაშაულია! მაგათი სავიზიტო ბარათი უტიფრობაა, შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ვერ ხედავთ, სამოქალაქო ომის გაჩაღება უნდათ?!


- ქალბატონო ლალი, ხალხს „ქართული ოცნების" მიმართაც აქვს პრეტენზიები.

 

- დიდი მისია გაქვთ ჟურნალისტებს, რომ ნაციონალების წისქვილზე წყალი არ დაასხათ. ბიჭებს ქუჩებში რომ აღარ კლავენ ცხვრებივით, რომ აღარ მიჰყავთ პოლიციაში, ბიზნესს რომ აღარ ატერორებენ, ჯანმრთელობას და სოფლის მეურნეობას რომ მიხედეს, ეს ცოტაა? ნუთუ ისევ ნაციონალები ურჩევნიათ, რომლებმაც დაგვაკნინეს ქართველები?


ყოველთვის ამერიკისა და დასავლური ღირებულებების მომხრეები ვიყავით, მაგრამ ახლა, მკვლელი ნაციონალების მხარდაჭერით, ისე შეგვაძულეს თავი, რუსეთისკენ შეგვატრიალეს.


- დღესაც ლაპარაკობენ, ლგბტ-ს წარმომადგენლებს მართლმადიდებელი მღვდელი „ტაბურეტკით" თავს დაესხაო...

 

- ომის დროს ჩვენი ეკლესიის მსახურები აბჯარს ისხამდნენ და ჯარს წინ მიუძღოდნენ. დღესაც ომია, როცა ლოცვის დროს ლამის ტაძარში გივარდებიან და კაცების ერთმანეთზე ქორწინების დალოცვასა და დაკანონებას ითხოვენ. ამათი შემხედვარე ის მღვდელი გადაირეოდა, აბა, რას იზამდა? - დღედაღამ ლოცულობს, ტაძრის გარეთ კი ორ ერთმანეთზე მიწებებულ კაცს ხედავს. მე რომ ვყოფილიყავი, „ტაბურეკტით" კი არა, ნაჯახით მივუვარდებოდი. ყველა ღვთისმსახური ასე უნდა მოიქცეს. უფალი კი გვეუბნება, მიმტევებელი იყავიო, მაგრამ უსამართლობისა და უზნეობის წინააღმდეგ შეუვალია. დავით უსუფაშვილის გასაგონად ვამბობ: ვერ ხედავს, რომ ქართველებს არ გვინდა ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების არც დაკანონება და არც მათი ცხოვრების პროპაგანდა?


მაია ასათიანთან ვიყავი გადაცემაში, თამარ ჩერგოლეიშვილი თავს იწონებდა, ოჯახში გავიზარდეო, თუმცა, ისეთი პირადი შეურაცხყოფა მომაყენა, ოჯახში გაზრდილს არ უნდა შეშლოდა, მაგრამ ახლა სხვა საკითხზე ვლაპარაკობ - ხომ კარგია, მის შვილებს დედ-მამა რომ ჰყავთ - ქალი და მამაკაცი? სხვის შვილს რატომ იმეტებს იმისთვის, რომ მშობლებად ორი ერთი სქესის ადამიანი ჰყავდეს და კაცს დედას ეძახდეს? ვინც ამის პროპაგანდას ეწევა, იმას „ტაბურეტკა" არ უნდა მოხვდეს?


- ქალბატონო ლალი, ზოგიერთს ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ გარკვეულ თანხებს დაურიგებდა...

- რა ქნან მოხუცმა დამსახურებულმა მოღვაწეებმა, რომლებიც სიბერეში პროფესიას ვერ შეიცვლიან, ხოლო ახალგაზრდობა მეცნიერებასა და ხელოვნებას შესწირეს? ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ჩარკვიანს ფეხი შეუნარჩუნა, ზურა ყიფშიძეს ცოლ-შვილი გადაურჩინა, ქეთინო კიკნაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, კიდევ ასობით ხელოვანი და მეცნიერი გადაარჩინა. ეს ადამიანები უნდა დახოცილიყვნენ? ამათზე ლაპარაკობთ - ბიძინამ რატომ გადაარჩინაო, არა გრცხვენიათ? იმათზე არაფერს ამბობენ, ვინც საქართველო გაძარცვა, მიწები და ტყეები გაყიდა, ხოლო ივანიშვილს 5 ხეზე ედავებიან - ხომ არ მოჭრა და გადააგდო, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანა.


- სანდრა რულოვსთან დაკავშირებით რას იტყვით, ნაციონალების საარჩევნო მარათონში რომ არის ჩაბმული?

 

- ტრაგიკომედიაა. კლინტონის ცოლია თუ ვინ არის? იმედი მაქვს, სანდრას გამოსვლებით და მაგის „დიდოუ ნანათი" სამეგრელოში აღარ მოტყუდებიან. ნაციონალებისგან ამდენი შეურაცხყოფისა და მამაკაცების გაუპატიურების მერე მეგრელები მაგათ ხმას როგორ მისცემენ?

 

 

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×