logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში უნდა შევიდე არა სიით, არამედ - ხალხის მხარდაჭერით!
- +

30 აგვისტო. 2016. 19:52


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე   არჩევნებში თავის გამარჯვების  შემთხვევაში მცხეთაში განსახორციელებელ პროექტებზე „რეპორტიორს" ესაუბრა.


- ბატონო დიმიტრი, როგორც ვიცით, აგრძელებთ   მცხეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს და  ადგილობრივებს გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებ აცნობთ, რა გეგმების განხორციელებას აპირებთ მაჟორიტარად  არჩევის შემთხვევაში?


- არის პროექტები,  რომელიც რამდენიმე თვეა მუშავდება,  მაგალითად, სასმელი წყლით მომარაგების  კუთხით. სოფლებში  იყო სასმელი წყლის დეფიციტი,  ზოგიერთ სოფელში უკვე მოგვარებულია  წყლის პრობლემა,  მაგრამ ზოგან ჯერ კიდევ რჩება, ამიტომ  ვფიქრობ, რომ შემდეგი წლის პრიორიტეტი იქნება  ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა. ასევე გზების  სარეაბილიტაციო სამუშაოები  მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ბევრგან  უკვე მოგვარებულია ეს პრობლემა, მაგრამ დიდწილად მაინც სოფლის  შიდა გზები   მოსაწესრიგებელია.


განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი  საბავშო ბაღების რეაბილიტაციას. ჩვენ ავაშენეთ რამდენიმე ბაღი:  ციხისძირში, სადაც 200 ბავშვი უკვე სწავლობს, ქსოვრისში, წეროვანში, მცხეთაში საბავშო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 


ნატახტარში, ქსანში უკვე დაწყებულია   ბაღების მშენებლობა,  ერედაში უკვე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.  ასევე სკოლების კუთხით ჩვენ  2 დიდი სკოლა ავაშენეთ  რომელიც უკვე დასრულებულია  და ბავშვები სწავლობენ.  აშენდა სპორტული მოედნები.  ახლა შენდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი  კომპლექსი, რომლის მშენებლობაც დასრულდება გაზაფხულზე. მცხეთა კულტურული ქალაქია და სამწუხაროდ მცხეთელებს არ ქონდათ კულტურის სახლი, ჩვენ უკვე ავაშენეთ  ეს შენობა რომელიც თითქმის დასრულებული, ამდროისთვის მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები.  ასევე მნიშვნელოვანი პროექტია საავადმყოფოები. კერძო ინვესტორის მიერ აშენებული საავადმყოფო მცხეთაში შემოდგომაზე გაიხსნება.  ასევე  შემოდგომაზე ვგეგმაავთ, დავიწყოთ 100- ბინიანი  2  კორპუსის  მშენებლობას  დევნილებისთვის, რომლებიც დღესდღეობით გაუსაძლის პირობებში არიან. ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა  მცხეთაში და აუცილებლად განხორციელდება მომავალშიც.

 

- ბატონო დომიტრი,  რა პროექტები იგეგმება დასაქმებასთან დაკავშირებით?


- აუცილებელია, მთავრობამ ხელი შეუწყოს  კერძო ინვესტიციებს, რათა მცხეთის მოსახლეობამ შეძლოს დასაქმება და ეს პრობლემა აღკვეთილი იყოს. მცხეთაში შენდება  ხორცპროდუქტების გადამმუშვაებელი ქარხანა  ეს არის ძალიან კარგი კერძო ინვესტიცია  და აქ ხალხი აუცილებლად დასაქმდება.  წილკანში შენდება „ჰეინეკენის"  გრანდიოზული ქარხანა  და იქაც აუცილებლად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

 

- თქვენ განცხადებით  მიმართეთ „ქართულ ოცნებას" არ შეგიყვანონ პარტიულ პრპორციულ სიაში.  როგორ ფიქრობთ, პარლამენტში  მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეხვალთ?


 - მე მივმართე ჩემს პარტიას  რომ პარტიულ პროპორციულ სიაში არ შემიყვანონ, რადგან  ვფიქრობ, პარლამენტში  უნდა შევიდე მხოლოდ და მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუკი  მოსახლეობის პირდაპირი მხარდაჭერა მექნება.  ეს გამაძლიერებს  და გამამაგრებს.  მეტი მოტივაცია მექნება,  რომ მცხეთის რაიონის მოქალაქეებს მოვემსახურო  და ბოლომდე გამოვიყენო ჩემი რესურსი.  მანამდე გამოუცდელი ვიყავი პარლამენტში,  თუმცა დღეს უკვე მაქვს 4-წლიანი გამოცდილება  და ჩემი არჩევის შემთხვევაში იქნება ბევრად ეფექტურად ვიმუშავებ. თუმცა მე ვთვლი  რომ აქამდე ჩემი  სამუშაო  შევასრულე  კეთილსინდისიერად  და არ ვიყავი დეპუტატი,  რომელიც მხოლოდ ღილაკზე აჭერდა თითს.  

 

- მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს  სატელევიზიო დებატები შესთავაზეთ, რაზეც ჩოჩელი დაგთანხმდათ, თუმცა მის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა  როგორ შეფასებდით მასთან ამ დებატებს?


- დებატები უკვე შედგა  და  ვფიქრობ საზოგადოებამ  უნდა შეაფასოს   ვის რა მოტივაცია აქვს, რა მიზნები, და საერთოდ ვინ როგორ არის  მზად პარლამენტში შესასვლელად.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner