logo_geo
eng_logo
ნინი შერმადინი: „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას
- +

6 სექტემბერი. 2016. 11:07



პროექტი „Check in Georgia" მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. თუ როგორ გაამართლა ამ პროექტმა და რამდენად მნიშვნელოვანია „Check in Georgia"-ს ფარგლებში გამართული კონცერტები, ამის შესახებ რეპორტიორს" მომღერალი  ნინი შერმადინი ესაუბრა.


- როგორ შეაფასებდით პროექტ  „Check in Georgia"-ს?


- ძალიან მომწონს ეს პროექტი და მიხარია, რომ ტრადიციად დამკვიდრდება. იმედია, ყოველ წელს  ჩატარდება და დიდი სიამოვნებით მივიღებდი კიდევ მონაწილეობას. მოტივირებული გახდნენ  უფრო  მომღერლები, ხალხისთვის ძალიან  სანახაობრივი იყო.  ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის,  ამაზე მისასალმებელი არაფერია,  რომ დავესწრო და ვნახო  ჩემთვის ყველაზე საყვარელი  მომღერლების კონცერტები.

 

- რამდენად გაამართლა „Check in Georgia"-და რას შეცვლის ეს პროექტი საქართველოსთის?


- ვთვლი, რომ ამ პროექტმა ძალიან გაამართლა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი. ამ მხრივ პროქტმა ნამდვილად მოიზიდა ტურისტები.  ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში მუდმივად იმართებოდეს ასეთი საინტერესო  ღონისძიებები იმისთვის, რომ გაიზარდოს  ჩვენი მსმენელი. ასევე უფრო მეტად  დატვირთულები ვიყოთ მომღერლები და ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს. მინდა,  მოგვეცეს იმის საშუალება, ჩვენი პროდუქტით ვასიამოვნოთ  მსმენელი. ვფიქრობ,  „Check in Georgia" ამაში ნამდვილად დაგვეხმარა.


- „Check in Georgia"-ფარგლებში გაიმართა კოკნცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი მსმენელისთვის და თქვენთვის როგორც, მომღერლისთვის?


- კარგია, რომ ჩამოჰყავთ  უცხოელი მომღერლები, ამას მივესალმები,  ძალიან კარგია ჩვენთვისაც  და ზოგადად მსმენელის განვითარებისთვისაც. მე ვესწრებოდი ამ ვარსკვლავების კონცერტებს და მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში მოხდა. იმედია, სამომავლოდაც გვექნება ასეთ კონცერტებზე დასწრების საშუალება. გარდა ამისა, კიდევ უფრო  მისასალმებელი იქნება, თუ მეტი  დატვირთულობით ვიქნებით წარმოდგენილნი  ქართველი  მომღერლები. 





 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner