logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ირინა გოგოსაშვილო! მართლა ქრთამის გამო გაგიშვა ელისო კილაძემ სამსახურიდან?
- +

22 მაისი. 2017. 21:23


 

მალხაზ თოფურია, იგივე „მახაჩა" სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის საკმაოდ ცნობილი ვეტერანია. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკვე წლებია, არაერთ შეურაცხყოფას  ითმენს ელისო კილაძისგან. თავად გვესტუმრა. ვერ მოითმინა, როგორც თავად ამბობს - „ზღვარგადასული სიბილწე" და სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწყებს:


- ერთი რესპონდენტი ვერ აღმოაჩინა მამაცაშვილმა, საკუთარი სახე რომ გამოაჩინოსო - ამ რამდენიმე დღის წინ დაწერა კილაძემ და საუბარს პირდაპირ  იმ თემით დავიწყებ, რამაც მართლა მაიძულა შენთან მოსვლა, რამაც მართლა მომანდომა პირველად ჩემს ცხოვრებაში - მესაუბრა ჟურნალისტთან...

 

ყველანაირი აღვირახსნილობა მინახავს, მაგრამ, როდესაც ეს ბინძური ქალი - ელისო კილაძე, იმ ტრაგედიას შეეხო, რასაც შვილის საფლავზე მამის აფეთქება ჰქვია, მოთმენა შეუძლებელია. როდესაც ეს ბინძური ქალი (და ამ სიტყვის პირდაპირ დაწერას ვითხოვ საჯაროდ!) ასეთ თემებს ეხება, როცა მისი უახლოესი დაქალი მეგი გოცირიძე ყოველდღე დარბის სასამართლოში კიდევ ერთხელ ვაზაგაშვილის ოჯახის „მოსაკლავად" და შეურაცხყოფისთვის, - სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!

 

ელისო კილაძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალი დასდო და ცილი დასწამა ტერაქტის ორგანიზებაში ისეთ ადამიანს, რომ ვეტერანთა თითქმის სრული შემადგენლობა შეურაცხყოფილია! წარმოდგენა რომ გქონდეთ, - დათო ახრახაძე ჩემთვის გმირია! ქუთაისში ნახევრად მკვდარი ჩამოასვენეს, ფეხმოგლეჯილი დაბრუნდა ომიდან და ფერზე მოვიდა თუ არა, ცალი ფეხით ისევ ომს დაუბრუნდა... ბევრნაირი სიკეთე და სათნოება გამიგია, მაგრამ თავად გაჭირვებული დათო ახრახაძე ის ადამიანია, რომელმაც ქუჩაში პირდაპირი გაგებით უპოვარი კაცი ნახა, და დღემდე საკუთარ სახლში აცხოვრებს!

 

ეს დედაკაცი ჩამოდის დედაქალაქში, ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, შვილს გვერდზე სადარბაზოში აცხოვრებს... და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი - შავი, „ფეშენებელური" ჯიპებით დადიან თავადაც და მისი ოჯახის წევრებიც და ამ დროს არის ერთი ყვითელი, უტირაჟო გაზეთის მეპატრონე, რომელიც არათუ გამდიდრების საშუალება არ შეიძლება იყოს, არამედ მომგებიანიც ვერ იქნება. და ეს ქალი ერთი „გასროლით" და თავისი სიბინძურით, ბილწავს იური ვაზაგაშვილის ხსოვნასაც და პატიოსანი მებრძოლის სახელსაც!

 

მიზეზი ძალიან კარგად ვიცი, რატომაც მიდგა ახლა დავით ახრახაძეს და ამას ერთ წინადადებაში გეტყვით: მან ძალიან კარგად იცის ელისოს ბინძური წარსული! მის ფინანსურ და ქონებრივ ზღვარგადასულობაზე მოგონილს არ ვყვები, ამ ქალის მონაყოლს გეუბნებით, რასაც „რუსთავი 2"-ზე მის „აღსარებებში" ვუსმინე და კითხვა მიჩნდება - საიდან ამდენი შესაძლებლობები? ნარკოტიკები მისი ოჯახისგან შორს არ არის, ამას თავადაც აღიარებს - ნარკოტიკების გამო ორჯერ დაკავებულის დედა არის თავად და სხვათაშორის, სააკაშვილის დროს ნარკოტიკებზე ორჯერ დააკავეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის შვილი და ორჯერვე თავისუფლად რატომ გამოუშვეს? მეტიც: მისი ბიჭი ქურდობის ფაქტზეცაა ერთხელ დაკავებული და გასამართლებული და აღიარებულიც აქვს... და ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში! ალბათ, მაშინ „დაავერბოვკეს" ეს  ქალიც და აქედანაც ჩნდება კითხვები ნაცობისადმი მისი მიდრეკილების გამო...

 

ან შენი რესპონდენტის ინტერვიუზე რომ ერთი ამბავი ატეხეს... რამდენიმე ღირსეულ ადამიანს მართლა აქვს მასთან ნამუშევარი და სხვათაშორის, ახლაც მუშაობს ერთი-ორი. სწორედ მისი რედაქციიდან ჟონავს ამბები და სხვას რას ერჩის ეს ქალი, საკუთარი ოფისისთვის ვერ მიუხედავს! მასე გაგონილი მაქვს მეც, რომ მისი ბიჭი რედაქციიდანვე ყიდდა ნარკოტიკს და კილაძე ხელს აფარებდა საკუთარ შვილს... მეტიც - საოჯახო ბიზნესად ჰქონდათ ქცეული ნარკოვაჭრობა! გამოვიდე და მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკო ყველაფერი? ცილისწამების კანონი არ არის მიღებული ჩვენში და იმიტომაც არის ასე ტვინგადაღეღილი ეს ქალი! როცა ომის ვეტერანს და გმირს ასეთ სიბინძურეს აბრალებ, ან უნდა დაამტკიცო, ან ბოდიშის მოხდის ერთი ადგილი უნდა გქონდეს! ამ ჭუჭყიანმა ტომარამ ცხოვრება გაუმწარა საკუთარ შვილებს და ახლა სხვის შვილებზე რა ენით საუბრობს? რაც მან ნინო ჯღარკავას მისწერა, რომელ ზნეობრივ ნორმებში ჯდება ეს? გეკითხებით!  იმის ნაცვლად, საკუთარ შვილებს მიხედოს და გვერდში დაუდგეს, სხვის შვილებს ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს! გიმეორებთ: ელისო არის ყოვლად უნამუსო ქალი, რომელსაც საკუთარი შვილების ბედიც ფეხებზე ჰკიდია!


ან, რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში აზრად, რომ მისი ქალიშვილისთვის ნარკომანობა დაებრალებინა და კილაძისთვის კიდევ მორიგი სალაპარაკო მიეცა?! რევერანსები არ მჭირდება ელისო კილაძესთან, მაგრამ როგორც ვიცი, მართლა კარგი გოგო ჰყავს და სიბინძურეა მისთვის მსგავსი რამის დაბრალება! შესაძლოა, საკუთარ შვილსაც გაუმწარა ცხოვრება და იმასაც ამბობენ, შეყვარებულს დააშორა და ლაშა კილაძესთან „ბიოს" გამო კი არა, ნერვული აშლილობის გამო დადიოდაო და ეს სალაპარაკოა? როგორც გამიგია, ფსიქოლოგია ეს ლაშა კილაძე და მარტო ნარკოდამოკიდებულებს არ მკურნალობს...

 

ხმამაღლა ვაცხადებ: ებრძოლეთ ელისო კილაძეს, ოღონდ შვილების გარეშე! რა დააშავეს მისმა შვილებმა, თუ დედა ასეთი ნაძირალა ჰყავთ? და ელისტრახოს ოპონენტთა გასაგონადაც ვიტყვი: ნუ დაემსგავსებით სიბინძურით თავად ელისო კილაძეს! არის რაღაცეები, რისი კადრებაც არ შეიძლება!

 

კიდევ ერთი უბედურებაა ჩვენს თავს - ტელე-ეთერებში რომ იწვევენ, ასეთი სიბინძურეებით უნდათ გადაცემების რეიტინგის აწევა? ან, როგორ არ რცხვენიათ, - ამ ავადმყოფს და ინტრიგანს კოლეგას როგორ უწოდებენ? და, ტრაგედია რა არის, იცით? ელისოს ამ მასალებს, ამ სიბინძურეებს და ცილისწამებებს თავისი მომხმარებელი ჰყავს. დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის" ელისო კილაძე „ჯოკერია".. მათი საშველი აღარაა! ხომ წარმოგიდგენიათ, რა მძიმე მდგომარეობაშია ეს პარტია ჩავარდნილი, როცა „ჯოკრად", თან გაფუჭებულ „ჯოკრად" ელისო კილაძე ჰყავთ, მაგრამ იმ პარტიაშიც ხომ არიან ოდნავ  გონიერი ადამიანები და არ ფიქრობენ, რომ ეს ქალი უარესია მათთვის? მარტო ზნეობრივთან კი არა, ფსიქიურ პრობლემებთანაც გვაქვს საქმე ამ ქალის შემთხვევაში...


- მალხაზ, გისმენ და კითხვის დასმის შესაძლებლობასაც არ მიტოვებთ...


- ჩათვალე, მონოლოგის რეჟიმზე ვარ გადასული. არ მინდა რამე გამომრჩეს. გითხარი კიდეც, პირველი შემთხვევაა, ჟურნალისტთან საუბრის სურვილი თავად რომ გამიჩნდა.


- უბრალოდ, შენი განცხადება, რომ კილაძის ოჯახი ნარკოტიკებისგან შორს არ დგას, - საკმაოდ ხმამაღლად ჟღერს...


- გიორგი, გიმეორებთ, - რევერანსები სულ არ მჭირდება ამ ყოვლად უზნეო ქალთან და ისიც ვიცი, ხვალ ძალიან ბევრ რამეს დამაბრალებს, არც ე.წ. მუქარებს დაიშურებენ და არც უკვე აპრობირებულ ღვარძლს, მაგრამ ტრაგედია ის იქნება, ელისო კილაძემ ჩემზე კარგი რომ თქვას. სრული გულწრფელობით გეტყვით: მის შვილს ვუსურვებ, მალე გამოსულიყოს საპატიმროდან, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება - როგორ მოახერხა ნარკოტიკების გამო ორჯერ და ქურდობისთვის ერთხელ დაკავებული შვილის განთავისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ელისო კილაძემ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში? სამწუხაროდ, ამ კითხვის დასმა ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ გაბედა! ეტყობა, ყველას ეშინია მისი სიბინძურის, მაგრამ ამ ქალმა საკუთარი შვილებიც გაწირა და სხვებმა რა უნდა თქვან? საკუთარ შვილებს უქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად, დაუნგრია ცხოვრება და რამე უნდა გვიკვირდეს? დავით ახრახაძეს, რომელსაც სააკაშვილიც და მისი ყველა ლეკვიც სულით ხორცამდე იმეტებდნენ, ცალფეხა ადამიანს ზონდერები ცემაში ხდიდნენ სულს, - კიდევ ასეთ სიბინძურეს აბრალებ?


ერთადერთი ვეტერანი ჰყავს კილაძეს, რომელიც ძალიან პატარა კაცია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ასევე ნარკოტიკების გამო მრავალ წელს ნაჯდომი და მის ბოდვებს ეყრდნობა... არადა, გიმეორებთ - სადაც ნარკოტიკია, ელისოც იქ არის და ჩემგან, ახრახაძისგან და მართალი, მებრძოლი ადამიანებისგან შორს დადგეს, მისთვისვე აჯობებს! პირდაპირ მივმართავ: ელისო - ნარკოტიკები შენსკენ მოიკითხე! შენს გარშემო ვინც ტრიალებს, მათთან მოიკითხე! ორკაპა ენას ჩვენსკენ ნუ გადმოაგდებ, არ გამოგივა ეგ ამბავი!

 

ან, ბინები ნაქირავები მაქვსო, შეიძლება თავი იმართლოს. რა, ორი უზარმაზარი ბინის ქირაობას ცოტა თანხა უნდა? თუ ვაკეში არ იშენებს ახალ სახლს? თუ მისივე სიტყვებით ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის დროიდანვე ჰქონიათ ნარკოტიკებთან შეხება, მისი გამდიდრების წყარო გასაგებია უკვე. ან მეორე ვარიანტია - შანტაჟი! ჩემი აზრით, შანტაჟით არის ის ქონება მოპოვებული, რომელსაც ეს ქალბატონი აგროვებს! ახლა ამ დაშანტაჟებულ, დასაშანტაჟებელ თუ წინასწარ თანხაგადახდილ ადამიანთა გასაგონად მინდა ვთქვა - გრცხვენოდეთ!

 

ვნახე ის სიაც, რომელიც თქვენმა ინკოგნიტო რესპონდენტმა მოგაწოდათ და მართლა მიხარია, რომ შენ ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდი, ვინც აიღო თავის თავზე ამ სიბინძურესთან შებრძოლება! გულწრფელად გეტყვით - ბევრი მათგანის ხილვა ამ სიაში არც ჩემთვის ყოფილა უცხო! ერთიც არის: ამ ბინძური ქალის გაზეთში ჩემთვის ბევრი საპატივცემულო ადამიანიც მუშაობდა და ხშირად მართლა გულდასმით გადამიკითხავს მათი მასალები, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ მათგანზე მინდა ვთქვა ჩემი აზრი. უფრო სწორედ, ჩემი გულისტკენა მინდა გამოვხატო. ვისზეც ვსაუბრობ, ეს ადამიანი ჩემთვის არის გმირი ქალის სიმბოლო! კი, დღეს შეიძლება გაუფასურდა ამ სიტყვის მნიშვნელობაც და ზონდერიც და გარეწარიც გმირია, მაგრამ ყველაზე მართალი გაგებით ვამბობ - ირინა გოგოსაშვილი გმირია! ირინასთან ერთად უმძიმესი დღეები მაქვს გავლილი აფხაზეთში, გაგანია ომის დროს, გუმისთის იქითა მხარეს, აფხაზებთან, გაცვლითი კომისიის საფუძველზე. როდის რომელი გამწარებული და შვილმკვდარი მამა მოგვიშვერდა ავტომატს, არ ვიცოდით. მხდალთა კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები, მაგრამ დიახ, ჩემზე ვაჟკაცურად იდგა ირინა გოგოსაშვილი! იდგა თავისი კამერით, რომელიც ვერცერთმა აფხაზურმა ფორმირებამ ვერ ჩამოართვა! ერთად გავიარეთ ტამიშის საბედისწერო ღამე... ეჭვი არ მეპარება, კილაძე ახლა სუს-ის აგენტსაც დამარქმევს, რამდენიმე გაუხსნელ მკვლელობასაც მომაწერს, ალბათ, მაგრამ სათქმელს ელისოს გასაგონადაც ვიტყვი და ირინას მივმართავ: შეიძლება გეწყინოს, მაგრამ პირდაპირ გკითხავ - ელისო კილაძე რომ „ქრონიკა+"-ის რედაქციიდან წასული ჟურნალისტების შესახებ საჯაროდ აცხადებს - ყველა მე გავუშვი და ყველას კონკრეტული „ქეისი" ჰქონდა, ან გამომძალველი იყო, ან მექრთამეო, - შენც გგულისხმობს ამ სიაში? ერთიცაა: თუ ელისომ ამ ადამიანების მექრთამეობის ამბავი იცოდა, რატომ მალავდა? დანაშაულის დაფარვა აღარ ისჯება ჩვენს ქვეყანაში? რატომ არ იბარებენ ამ ბინძურ ქალს პროკურატურაში და რატომ არ უსჯიან პატიმრობას?


- ირინა გოგოსაშვილს მიმართავდი...

 

- ჰოდა, ასე საჯაროდ მივმართავ ირინას: ირინა, რატომ არ სცემ ამ სიბინძურეს პასუხს? მართლა ქრთამის გამო გაგიშვა კილაძემ სამსახურიდან? მართლა შანტაჟის და გამოძალვის გამო გაგაგდო ელისო კილაძემ ეს გმირი(!) ქალი სამსახურიდან? დღესვე ვითხოვ შენგან პასუხს - გამომძალველი და შანტაჟისტი ხარ შენ? ამ „ძონძმა" რატომ გაგაგდო სამსახურიდან, როგორც თავად წერს?

 

- საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებ, „მახაჩ"...


- ხმამაღლა ვაცხადებ: მალხაზი ვარ, თოფურია! დაბადებული თბილისში. ვარ შავნაბადას ბატალიონის წევრი, ორჯერ დაჭრილი... და ელოს გასაგონად ვიტყვი: ხან ვის კაცს მიწოდებ და ხან - ვისას... არადა, შენი პლებეური წარმოშობისგან განსხვავებით, ნამდვილი აკადემიკოსის კარლო თოფურიას გაზრდილი კაცი ვარ!

 

ერთსაც ვიტყვი ელისოს გულის გასახეთქად: ამ ორიოდე დღის წინ მის კუმირს მოვუგე ევროსასამართლო! და სააკაშვილს ეწოდა დამნაშავე, ხოლო მალხაზ თოფურიას - მართალი! საუბედუროდ, სააკაშვილის დანაშაულზე კომპენსაცია ამ ხელისუფლებამ უნდა გადამიხადოს... ისე, ჩემს ქონებაზე თუ ენა მოუბრუნდება ამ ქალს, ჩემს ორთვლიან მოტოციკლეტსაც ვაჩვენებ! ჩემს ნაქირავებ ბინასაც ვაჩვენებ, თუ მოისურვებს... „ჩემს ქმარ-შვილს ემალებოდაო", - ჩემზე განაცხადა კილაძემ და აქვე ვეტყვი, როცა და სადაც გაუხარდებათ, იქ მნახონ! მალხაზ თოფურია არ იმალება! მოვიდნენ მისი მილიციონერი, გონებაშეზღუდული მერაბიშვილის ორდენოსანი ქმარი და ღმერთმა ქნას, მალე გამოვიდეს მისი შვილიც ციხიდან... მოვიდნენ და იპოდრომის შუაგულში დავხვდები მარტო! თუ უნდათ, ელისოც წამოიყვანონ... როგორი მხდალი ვარ, ვაჩვენებ!


ჰო, მართლა... კილაძის მთავარ დასაყრდენად რომ იქცა ხვედელიძე.. მისი შვილი, როგორც მე ვიცი, მუშაობს საკრებულოში და საინტერესოა, ვინაა მისი რეკომენდატორი? დიდი ალბათობით, საკუთარ შვილსაც ინფორმაციის გამოსატანად იყენებს. მისი მძღოლის შვილზე გესაუბრებოდათ  რესპონდენტი და ალბათ, არ იცოდა ეს ამბავი... ისე, ორმეტრიან კაცს ჩიტს რომ დაგიძახებს ეს ქალი, ეტყობა, მეტის ღირსიც ხარ!


ერთიცაა: თქვენს მასალაში ეწერა, ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარემ ათიათასი რომ გადაუხადა ელისოს. მეც გიდასტურებთ, - ჩვენც ვიცოდით მისივე თანაპარტიელებისგან ეს ამბავი და ვიცინოდით კიდეც, - როგორი სულელი უნდა იყო ადამიანი, ელისო კილაძეს უხადო თანხები, რომ მან შენზე ცუდი არ წეროს...


თუმცა, შეიძლება ბევრად ტრაგიკულად არის საქმე. მაპატიეთ, მაგრამ სადაც კი გაშიშვლებული გენიტალიების და ბინძური საცვლების თემა გაჟღერდა, ყველგან ელისო კილაძეა გარეული. თუკი სადმე გაუპატიურებაზე და ფარულ კადრებზეა საუბარი, ყველგან ფიგურირებს ელისო კილაძე!

 

ვშიშობ, ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები არც ისე უტვინოები არიან. უბრალოდ, შესაძლოა, ისინი არიან გარკვეული ჩანაწერების მსხვერპლნი!


- საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა...


- ვარაუდის უფლება ხომ გვაქვს ყველას? გიმეორებთ: ან უტვინოები არიან ეს ადამიანები, ან - მსხვერპლნი! აბა, რატომ უნდა მოგინდეს ჯანმრთელ ადამიანს ელისო კილაძის „ჩიტობა"?


ახლა, თქვენი ნებართვით ჩემი და ქალბატონი კილაძის გაცნობა მინდა გავიხსენო. ასე თუ ისე, ჩემს სამეგობროში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ავტორიტეტი გამაჩნია... და არც ინფორმაციების ნაკლებობას ვუჩივი. ეს ქალი თავიდანვე არ მომწონდა და სოციალურ ქსელში მის მიერ რამდენჯერმე გამოგზავნილი „მეგობრობის" თხოვნაც იგნორირებული მქონდა.

 

ერთხელაც ელისოსგან მომდის წერილი - „რა კარგი იქნებოდა, მე და შენ რომ გვემეგობრა". სუფრაზე ელისო მე არ გამომადგება და მასთან საძმაკაცოდაც ვერ გავიმეტებ თავს. „რას გულისხმობ ჩვენს მეგობრობაში"-მეთქი, ვკითხე. „შენ დიდი ინფორმაციის მატარებელი ხარ და ჩვენ ერთად ისეთ საქმეებს დავატრიალებთ, რომ..." - მწერს ამ სიტყვებს და რამდენიმე ისეთი გვარი ჩამომითვალა, ვის წინააღმდეგაც გარკვეული ინფორმაციების დადასტურება უნდოდა ჩემგან. „თეთრი ბაირაღები" შევახსენე, ფილმი მაინც გექნება ნანახი-მეთქი. „რაც იცოდი და არ იცოდი, ყველაფერი დაფქვი და აღარ ხარ საინტერესოო" - შოშიას რომ ეუბნება მოშიაშვილი, ასეთ ადამიანად მიმაჩნიხარ და ჩვენი დამეგობრება არ გამოვა-მეთქი. მას მერე შანსს არ უშვებდა, ჩემს წინააღმდეგ რამე რომ არ ეთქვა...

 

ჯვარი მწერია, ელისო კილაძემ ჩემზე კარგი რამე თქვას! დიახ, არაფრის შიში არ მაქვს! ჩემს სათქმელს პირდაპირ ვამბობ, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე დევს და კილაძისგან განსხვავებით, ჩემი ცხოვრების არცერთი წამის არ მრცხვენია! სააკაშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა და ელისო კილაძემ რომ ჩემზე კარგი თქვან, მაშინ მექნება თავი მოსაკლავი! ამ გარეწრებმა, დიახ, უნდა მლანძღონ!


ირინა გოგოსაშვილი 14 წლის შვილთან ერთად იყო ომში წამოსული. ბექა ვაჟკაცი ბიჭია და მაინტერესებს, რატომ ითმენს ირინა ამ სიბინძურეს? ბექასი არ რცხვენია? თვალებში არ უნდა ჩახედოს შვილს, როცა გამომძალველს და მექრთამეს უწოდებს ქალი, რომელიც თავად არის  გამომძალველი?!

 

ხვალ შეიძლება კილაძემ მოფერებაც დაგიწყოს, მაგრამ საკუთარ ნაწერს სად წაიღებს? საჯაროდ რომ გამოფინა ინტერნეტში - ყველა წასული ჟურნალისტი ჩემი გაშვებულია და ყველა(!) მათგანს კონკრეტული „ქეისი" ჰქონდაო...

 

ამ წუთში, ჩემო ირინა, შენ ხარ გალანძღული! კილაძის მტკიცებით, შენ ხარ ან „შანტაჟისტი", ან - „გამომძალველი", ან - „მექრთამე" და გაეცი ამ სიბინძურეს პასუხი!


საუბრის ბოლოს, ერთსაც ვიტყვი: შალვა რამიშვილი რა მუხლით იყო დაპატიმრებული, ახსოვს ვინმეს? და რა, ნაკლებს აკეთებს ელისო კილაძე? გამოძალვა და შანტაჟი აღარ არის ამ ქვეყანაში დასჯადი? ახლა გამოვა და იტყვის ელო, რომ მე ზუგდიდის კომენდანტი ვიყავი თურმე, ხალხი დამიწიოკებია, მიყაჩაღია, ხუნტას ვიცავდი და მსგავს სისულელეებს დააბრეხვებს, მაგრამ არ მაღელვებს, მისი გონებაჩლუნგი მრევლი ან თავად ელისტრახო რას დამაბრალებს! ამ ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და დროა, შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგან! ჩიტები და აგენტები საკუთარ გარემოცვაში მოიკითხოს ელისო კილაძემ! ღირსეულად მიცხოვრია და ასევე ვაპირებ სიცოცხლეს!





                                                                               ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×