logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძის ექსკლუზიური ინტერვიუ კიბერუსაფრთხოების ექსპერტ დენის მაკრუშინთან
- +

28 ივნისი. 2017. 14:56



ჩვენი სამყარო ძალზედ სწრაფად ვითარდება. უამრავი ადამიანი ამყარებს კონტაქტს ერთმანეთთან ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად კი, იმატა კიბერდანაშაულმაც, ხოლო, იქ სადაც ხდება დანაშაული მის პრევენციაზეც ფიქრობენ. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, მეცნიერების ახალი დარგების მიმართ  დიდი ინტერესი გააჩინა. - როგორ დავიცვათ თავი (და ჩვენი მოწყობილობები) ინტერნეტ სივრცეში? რა და რატომ უნდა ვიცოდეთ 21- ე საუკუნის კრიმინალზე? - როგორი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ? ამ და სხვა თემებზე  „რეპორტიორი" გთავაზობთ ზაზა სვანაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს, კომპანია „კასპერკის ლაბორატორიის" წარმომადგენელთან -  დენის მაკრუშინთან. 

 

-  მოგესალმებით დენის, პირველ რიგში საინტერესოა თქვენგან, როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისგან, მოვისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე; უკვე დღეს, 2017 წლისთვის, როგორ იცავენ თავს კიბერ დამნაშავეებისგან? და რამდენად ეფექტურია ის მეთოდები რომლითაც მათ ებრძვიან პლანეტის სხვადასხვა კუთხეში?


- მოგეხსენებათ, რომ დღეისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, შესაბამისად ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. დრო, როცა კომპიუტერები მხოლოდ ოფისებში, სამუშაო მაგიდებზე გვხვდებოდა, მოგვიანებით კი ერთ ოჯახში, ერთი პერსონალური კომპიუტერის არსებობაც ბევრს ნიშნავდა, წარსულს ჩაბარდა. ამჟამად ერთ ოჯახზე, რამდენიმე პლანშეტი და სხვადასხვა მოწყობილობა მოდის. ამ პროცესში კი, იმატა კიბერკრიმინალმაც. ბოროტმოქმედების შესაძლებლობის არეალი მკვეთრად გაიზარდა. მათ ეძლევათ შანსი ჩაიდინონ დანაშაული, რასაკვირველია ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე. კიბერკრიმინალთან ბრძოლის მეთოდები თითქმის ყველგან საერთოა.


-  ყველაზე მეტად სად ფიქსირდება ამ ტიპის დანაშაული?


- კიბერდამნაშავეებს სამშობლო არა აქვთ, ისინი რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში არ არიან გამომწყვდეულნი. ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ან ორი ქვეყნის პრობლემა.


- თქვენი ინფორმაციით, იყენებენ თუ არა, ე.წ. შავ ჰაკერებს ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურები?


- როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები ჩვეულებრივი ბოროტმოქმედები არიან, რომლებმაც სხვა ტიპის კრიმინალებისგან განსხვავებით, კარგად აითვისეს თანამედროვე ტექნოლოგიები. საუბარი იმის შესახებ, მოქმედებს თუ არა, ესა თუ ის დაჯგუფება, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების საფარქვეშ, არამიზანშეწონილია. ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ შეტევის უკან დგანან ჩვეულებრივი დამნაშავეები, ან დამნაშავეთა ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. მათ ქმედებებს არ უდევს საფუძვლად პოლიტიკური მოტივი.

 

- მოგეხსენებათ, დღეს მთელს მსოფლიოში პოპულარულია რუსი ჰაკერების თემა; რას გვეტყვით მათზე? - ეს ამერიკელების მიერ შექმნილი მითია? თუ რეალურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?


- ამ პრობლემის ფესვებთან რომ ჩავიდეთ, ჯერ უნდა გავიგოთ სად იმალება გასაღები?! ზოგადად ითვლება, რომ რუსი ჰაკერები უფრო ინტელექტუალები არიან; ადამიანები, რომლებსაც საფუძვლიანად აქვთ შესწავლილი აღნიშნული სფერო...


- კარგით, კითხვას სხვა ფორმულირებას მივცემ - გასაგებია, რომ პოლიტიკა თქვენი პროფილი არაა, თუმცა მაინც, ჩავუღრმავდეთ პრობლემას - 2016 წლის შემოდგომაზე, ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დიდი სკანდალი იყო რუს ჰაკერებთან დაკავშირებით, სწორედ მას შემდეგ გახდა ეს თემა აქტუალური - უფრო ამ მიმართულებით მაინტერესებს თქვენი პასუხი.


- კიდევ ერთხელ ვიტყვი - რუსი ჰაკერების ფონომენზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი საზოგადოების განვითარების საწყისები - ალბათ ისინი უფრო მეტად არიან მომზადებულნი, თუმცა პოლიტიკური პროცესებისთვის არ მიმიდევნებია თვალი. არ შემისწავლია ეს საკითხი სამწუხაროდ...


- რას ურჩევთ რიგით ინტერნეტ მომხმარებლებს; როგორ უნდა დაიცვან მათ თავი არსებული საფრთხეების წინაშე?


- ჩვენს პროფესიულ წრეებში ასე ვამბობთ;  არსებობს პირადი ჰიგიენის ოქროს წესები, რომელთაც  თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ - თუ ადრე ავაზაკი ქუჩის კუთხეში ელოდებოდა მსხვერპლს, რათა საფულე გაეტაცა, დღეს ჩვენი ბიუჯეტის მიგრირება ელექტრონულ სისტემებში ხდება. ბაზისურ რეკომენდაციებზე სანამ გადავალთ, უნდა ვთქვათ რომ მნიშვნელოვანია, თვითგანათლება, ანუ თავად უნდა შევეცადოთ, რომ მეტად გავითავისოთ ტექნოლოგიები. პირველი რჩევა; განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მაშინ, როცა ჩვენთვის უცნობი ადამიანები გვიგზავნიან შეტყობინებებს ბმულების სახით. სასურველია, მოერიდოთ გაურკვეველი მისამართებიდან მოსულ ინტერნეტ ამანათებს. მეორე - გამოიყენეთ პაროლები სადაც ეს შეიძლება, გამოიყენეთ ისეთი პაროლები, რომელთა ამოცნობაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სასურველია დამცავი კოდი მხოლოდ ალფავიტისგან არ შევადგინოთ, გრძელ და რთულ კომბინაციებში ჩაურთეთ სპეციალური სიმბოლოები და რაც მთავარია ეს პაროლები რეგულარულად ცვალეთ. მესამე რეკომენდაცია, დღეს WI-FI ქსელი ყველგანაა, ტელეფონებიდან ჩვენ გვაქვს წვდომა გარესამყაროსთან, სადღაც ავტობუსის გაჩერებიდან,  საჯარო სივრცეებიდან, - ნუ ენდობით ამ ქსელებს. ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ნუ გაცვლით, ფინანსურ ოპერაციებს ნუ განახორციელებთ უსადენო ინტერნეტის მეშვეობით.

 

- რას ამბობთ?! ანუ WI-FI-ს მოხმარება არაა რეკომენდირებული?


- უსადენო ინტერნეტი ეს ხომ არ არის პერსონალურად ერთი ადამიანის საკუთრება? მასზე წვდომა ნებისმიერ გამვლელს შეუძლია, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ამ ტიპის ქსელით ვსარგებლობთ. შეიძლება, იმავე სივრცეში, გვერდზე გვეჯდეს ადამიანი, რომელზეც არც კი ვიეჭვოთ, რომ ჩვენს პირად სივრცეში შემოჭრას ცდილობს... და თუ მაინც, გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ WI-FI-ით ისარგებლოთ, გააკეთეთ ეს, დაშიფრული კავშირით. თუმცა მაინც, სასურველია, უსადენო ქსელების მეშვეობით არ გადასცეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები.


- შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამყარო მომავალში? ვთქვათ ნახევარი საუკუნის შემდეგ?


- აქ უკვე ფუტუროლოგიის მოშველიებაც დაგვჭირდება ( რესპოდენტს ეღიმება ) დეტალური სურათის წარმოდგენა დროის ასეთ დისტანციაზე გამიჭირდება. ძნელია იმის თქმა თუ რა იქნება 50 წლის შემდეგ, მაგრამ უახლოესს ათწლეულზე შევეცდები ზოგადი პროგნოზის გაკეთებას: არსებული ტრენდების გათვალისწინებით, მაშინ როცა ქსელებს ახალ-ახალ ტექნოლოგიებს უკავშირებენ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა იქნება ხვალ - წლების შემდეგ ჩვეულებრივი ნივთებიც ინტერნეტს მიუერთდება - „ჭკვიანი" საკეტები უკვე არსებობს, ყველა საგანი „დაჭკვიანდება" ანუ შეუერთდება ინტერნეტს - ბოროტმოქმედები რა თქმა უნდა ციფრულ სისტემებზე გადასვლას გაფაციცებით მიადევნებენ თვალს, რათა ნადავლის ჩაგდების შანსი არ გაუშვან ხელიდან. ისინი ახალ სცენარებს მოიგონებენ, მაგალითად ელექტრონული კარის გასატეხათ, ფულის გამოძალვის მეთოდებიც დაიხვეწება...


- თავად თუ დაზარალებულხართ ოდესმე ჰაკერების თავდასხმის შედეგად?

 

- მე რიგითი ინტერნეტ მომხმარებელი ვარ - ისევე როგორც თქვენ...


- თუმცა თქვენ, ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობთ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვიდრე სხვები...


- ბოროტმოქმედების თვალსაწიერიდან გამომდინარე, მეც ისეთ ფასეულობას წარმოვადგენ, როგორც ნებისმიერი სხვა. წლების წინ იყო შემოღწევის მცდელობა, უნდოდათ წვდომა პირად მონაცემებზე, მაგრამ დროულად შევნიშნე. ჩემი პირადი ინფორმაციის მოპარვის მსურველებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა ყველას არ შეუძლია, რომ დროულად შენიშნოს დაუპატიჟებელი სტუმრები.


- დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით გაასაჯაროვეს - ანონიმმა შანტაჟისტებმა, პიკანტურ მასალებს მუქარის შემცველი მესიჯებიც დაურთეს, რომლითაც ისინი მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკური მოღვაწეების საჯარო სივრცეებიდან წასვლას მოითხოვდნენ. შოკირებული და დაზაფრული ინტერნეტ მომხმარებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს ვიდეო საიტ- youtube-ზე გამოქვეყნებულ ძალიან პირად კადრებს - მოგვიანებით ვიდეო კი გაქრა, თუმცა საზოგადოების ნაწილს, სხვა კითხვებთან ერთად აინტერესებდა და აინტერესებს თუ რა ხდება ასეთ შემთხვევებში? რა ვადებში აწვდენენ ხმას ცენტრს და რა ვადებში ხდება დანაშაულებრივი კადრების დაბლოკვა?


- კონკრეტულ ქეისს არ ვიცნობ, მაგრამ რაც მომიყევით, იმის მიხედვით, შემიძლია გითხრათ როგორ მოვიქცეოდი, თუ ვთქვათ, პირადად მე გამომიქვეყნებდნენ ისეთ ვიდეოს, რომლის გასაჯაროვებითაც არ ვიქნებოდი დაინტერესებული - პირველ რიგში მივმართავდი youtube-ს ადმინისტრაციას ამ კადრების დაბლოკვის თხოვნით, ისე კი ნუ გაგიკვირდებათ, თუ დრო დასჭირდა უკანონოდ მოპოვებული და ტირაჟირებული მასალების ალაგმვას, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ხუთ და ათ წუთში არ ხდება არასასურველი ვიდეოს დაბლოკვა. სამწუხაროდ, რაღაც დროის ინტერვალში, შეიძლება ამ ტიპის ძალიან პირადული ჩანაწერები საზოგადოების მონაპოვარი გახდეს. მთავარია, ოპერატიულად მივწეროთ ცენტრს და ისინიც შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაბლოკავენ არასასურველ კონტენტს.


- გადავუხვიოთ თემას - მაისის შუა რიცხვებში, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში „კასპერსკის ლაბორატორიის" სარეკლამო ბანერი გამოჩნდა, რასაც გარკვეულ წრეებში შეშფოთებაც მოჰყვა - საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ თბილისში „კასპერსკის" გამოჩენა, ФСБ-ს მორიგი ნაბიჯია, - რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ?

 

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ „კასპერსკის ლაბორატორია" საერთაშორისო კომპანიაა; ჩვენ ვღებულობთ შეკვეთებს მთელი მსოფლიოდან, რადგანაც ყველგან გვენდობიან. გეოგრაფიული კუთვნილებიდან გამომდინარე ამა თუ იმ ხელისუფლებაზე მიბმა, არამართებული მგონია, ვინაიდან, კომპანიას ჰყავს სერიოზული პარტნიორები; მაგალითად ჩვენთან თანამშრომლობს ინტერპოლი - ეს ფაქტი უკვე საკმარისია ჩვენი რეპუტაციის ასაწონად.

 

- სოციალური ქსელებიდან, საქართველოში ყველაზე მეტად facebook-ს მოიხმარენ. შესაბამისად, ჩვენს მკითხველებს ისიც დააინტერესებთ, თუ რა რეკომენდაციებს მისცემთ კონკრეტულად ამ ქსელის თავისებურებებიდან და არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე.


- პირადი გვერდის მართვისას დიდი აკურატულობაა საჭირო; ის, თუ როგორ ფოტოებს ვაქვეყნებთ facebook-ზე, როგორ სტატუსებს ვწერთ, საიდან „ვჩექინდებით", - ქმნის - ჩვენს საქმიან და პიროვნულ სახეს. თითოეულ ადამიანს თავისი ციფრული იდენტობა, აქვს, შესაბამისად ბოროტმოქმედები ამ მიმართულებითაც არ ადუნებენ ყურადღებას. სხვა თუ არაფერი, ინფორმაცია ხომ ფულია? არ დატოვოთ ზედმეტი ინფორმაციები facebook-ზე, ზედმეტში ვგულისხმობ ისეთი ინფორმაციებს, რომელიც შეიძლება ხვალ ვინმემ კომპრომატად გამოიყენოს. თუ არ ხართ მყარად დარწმუნებული, ამა თუ იმ ფოტოს გამოქვეყნების აუცილებლობაში, ნუ გაასაჯაროვებთ, ნუ დაჩექინდებით ყველა სივრციდან. მოგეხსენებათ, დიდ სოციალურ ქსელებს აქვთ ხილვადობის მასშტაბების დარეგულირების ფუნქცია, თუ საჯარო პირი არ ხართ, სასურველია, რომ თქვენი გვერდი პრივატულ პარამეტრებს მოარგოთ და ინფორმაცია არასასურველმა თვალმა არ წაიკითხოს.

 

- თქვენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გიწვევენ როგორც წამყვან სპეციალისტს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მართავთ ლექცია-სემინარებს, შესაბამისად ამ ინტერვიუს ვერ დავასრულებ ისე, რომ არ გკითხოთ - რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან დაკავშირებით?

 

- თქვენი ქვეყანა ძალიან საინტერესოა ბევრი ასპექტით. „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლებმა, ამას წინათ სემინარიც ჩაატარეს თბილისში. დარწმუნებული ვარ ეს არ იყო ერთჯერადი პროექტი. თქვენ ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ხართ, შესაბამისად საქართველო ჩვენი ბაზრისთვის საინტერესო სივრცეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დაგროვილი გამოცდილება სამომავლოდაც არაერთხელ გაგიზიაროთ.



Эксклюзивное интервью с экспертом по кибербезопасности

 

Денис Макрушин: Каждый человек имеет свою собственную цифровую идентичность, соответственно злоумышленники не упускают из внимания и данное направление

 

 

Наш мир развивается очень быстро... Много людей устанавливают контакты друг с другом с помощью телефонной сети и интернета. Их число в будущем возрастет еще больше. Параллельно с развитием современной технологии растет и киберпреступность, и, там где совершается преступление – думают и о превентивных мерах. Следовательно, развитие новых технологий вызвал большой интерес к новым областям науки;

 

- Как защитить себя (и наши устройства) в интернете?

 

- Что и почему мы должны знать о преступлении 21-го века?

 

- Какую политику кибербезопасности надо выработать? Об этом и о многом другом, «Reportiori.ge» расскажет в эксклюзивном интервью с представителем «Лаборатории Касперского», экспертом Денис Макрушиным.

 

- Здравствуйте Денис, в первую очередь интересно услышать от вас, как специалиста по кибербезопасности, ответы на следующие вопросы: уже сегодня, в 2017 году, как защищаются от киберпреступников? И насколько эффективными являются те методы, с помощью которых  борются с ними в разных частях планеты ?

 

- Как  вы знаете, сегодня, современные технологии в нашей жизни занимают большое место, следовательно, данная область развивается очень быстро. Время, когда компьютеры были только в офисах, на рабочих столах, а чуть позже наличие одного  персонального компьютера в семье значило много, ушло в прошлое. Сейчас, на семью приходится несколько планшетов и разных устройств. В этом процессе выросло и количество кибер-преступлений. Ареал деятельности злоумышленников резко возрос. У них появляется возможность совершить преступление – конечно, исходя из финансовых интересов. Методы борьбы с кибер-криминалом почти везде общие.

 

- Где больше всего наблюдается данный тип преступления ?

 

- У кибер-преступников нет родины, они не концентрированы в какой-либо конкретной географической области. Это проблема не одного или двух государств.

 

- по вашей информации, используют ли спецслужбы разных государств услуги т.н. «черных хакеров» ?

 

- как правило, кибер-преступники обычные злоумышленники, которые в отличие от других типов криминалов, хорошо освоили современные технологии. Разговор о том, работает та или иная группа под прикрытием спецслужб, нецелесообразно. Думаю, что за той или иной кибер-атакой стоят обычные преступники, или группа преступников, которые существуют независимо от государственных структур. За их действиями нет политического мотива.

 

- Как вы знаете, сегодня в мире популярной темой являетя деятельность русских хакеров; Что вы можете сказать о них? - Это миф, созданный американцами ? Или на самом деле есть люди, которые могут оказать влияние на внутриполитические процессы одного из сильнейших государств мира ?

 

- Чтобы понять корень этой проблемы, сначала мы должны понять, где кроется ключ. Вообще считается, что российские хакеры большие интеллектуалы; люди, которые тщательно изучили данную сферу.

 

- Хорошо, дадим другую формулировку вопроса - понятно, что политика не ваш профиль, но все же, вникнем глубже в проблему - осенью 2016 года, незадолго до президентских выборов в США разразился громкий скандал в связи с российскими хакерами - после этого данная тема стала актуальной – мне больше интересно это направление и хочу узнать ваш ответ.

 

- Повторюсь - когда речь идёт о феномене российских хакеров, надо проанализировать истоки развития нашего общества. Наверное они подготовлены лучше, хотя я  не следил за политическими процессами и этот вопрос, к сожалению, не изучал...

 

- Что вы посоветуете интернет-пользователям,  как они должны защитить себя перед лицом существующих угроз ?

 

- В наших профессиональных кругах говорим так: - Есть золотые правила личной гигиены, правилам которой мы должны следовать поэтапно - если раньше, вор, с целью заполучения кошелька поджидал жертву за углом улицы, то сегодня  бюджет мигрирует в электронную систему. Прежде чем перейдем к базисным рекомендациям, мы должны сказать, что очень важно  самообразование, т.е. мы сами должны изучить технологии. Первый совет - особое внимание мы должны обратить, когда неизвестные люди посылают нам сообщения в виде ссылок. Желательно, избегать интернет-посылок от неизвестных адресов. Второе - использовать пароли везде, где это только возможно, и использовать такие пароли, которые практически невозможно взломать. Предпочтительно, чтобы код безопасности не состоял только из алфавита, - следует создать длинные и сложные комбинации, чтобы вставить их в специальные символы, а самое главное – надо менять пароли регулярно. Третья рекомендация – сегодня сеть WiFi  практически везде, и с помощью телефонов у нас есть доступ к внешнему миру, где-то на автобусной остановке,  общественных местах, - не доверяйте этим сетям. Не стоит обмениваться важной информацией, касающейся финансовых операций, беспроводным интернетом.

 

- Что вы этим хотите сказать? Т.е. использование WiFi  не рекомендуется ?

 

- Беспроводной интернет не является вашей личной собственностью - доступ к нему может получить любой из прохожих, поэтому необходимо соблюдать осторожность. В той же сети может находиться человек, который сидит рядом с вами и вы даже не будете подозревать, что он пытается войти в ваше приватное пространство. И если возникнет крайняя необходимость, чтобы использовать WiFi – сделайте это с помощью зашифрованного соединения. Но все-таки, предпочтительно, не передавать важную информацию при помощи беспроводных сетей.

 

- можете нам сказать, перед какими угрозами может оказаться мир в будущем? Скажем, через полвека?

 

- Здесь уже нам потребуется помощь футурологии. Представить детальную картину в рамках такого промежутка времени представляется трудным. Сложно сказать, что будет через 50 лет, но могу попытаться дать приблизительный прогноз на будущие 10 лет: с учетом текущих тенденций, в то время когда к сетям соединяют новые и новые технологии, не является трудным представить, что будет завтра – через годы обычные вещи тоже соединят к интернету - «умные» замки уже существуют, все предметы станут «разумными», т.е. подключатся к интернету - злоумышленники, которые внимательно следят за переходом к цифровым системам, чтобы не упустить шанс заполучить добычу. Они придумывают новые сценарии, например как взломать электронные двери, ну и конечно же, усовершенствуются методы вымогания денег.

 

- пострадали ли вы от хакерских атак  когда-нибудь?

 

- я такой же обычный интернет-пользователь, как и вы…

 

- но вы располагаете гораздо большей информацией в сфере кибербезопасности чем другие…

 

- С точки зрения злоумышленников я тоже представляю такую же ценность, как и любой другой. Несколько лет назад была попытка проникновения, хотели получить доступ к личным данным, но я своевременно заметил. Те, кто пытался заполучить мои личные данные, не достигли успеха, хотя конечно, не все могут вовремя заметить нежелательных гостей.

 

- Примерно год назад, неизвестными лицами в интернете были опубликованы видео о личной жизни грузинских политиков – анонимные шантажисты, вместе с публикацией пикантных кадров в приложении добавили сообщения с угрозами, в которых они требовали уход с общественной деятельности представителей СМИ и политических деятелей. Шокированные и экзальтированные интернет-пользователи в течение нескольких часов смотрели видео сексуального характера на YouTube – позже указанные видео исчезли, но у части общества, наряду с другими вопросами интересовало и интересует до сих пор – что происходит в данном случае? В течение какого времени передаются данные в центр и в какие временные рамки происходит блокирование таких кадров?

 

- конкретно о данном случае ничего не знаю, но следуя тому, что вы упомянули, могу сказать как поступил бы я, если б, в интернете опубликовали такое видео, в публикации которого я не был бы заинтересован. В первую очередь обратился бы в адиминстрацию YouTube с просьбой заблокировать данное видео. Но вы не удивляйтесь, если потребуется чуть больше времени для блокирования таких нежелательных кадров, так как в этом случае 5 и 10 минут недостаточно, чтобы произошло должное реагирование и видео заблокировали. К сожалению, в течение некоторого интервала времени, такой тип личных записей может стать достоянием общества. Главное, чтобы оперативно написать в центр и они по мере возможности в кратчайшие сроки заблокируют нежелательный контент.

 

- немножко отойдем от темы – в середине мая, в центре столицы появился рекламный баннер «Лаборатории Касперского», что вызвало беспокойство в некоторых кругах – часть общества считает, что появление в Тбилиси «Лаборатории Касперского» - очередной проект  ФСБ, - что скажете этим людям кто так думает ?

 

- Общеизвестно, что «Лаборатория Касперского» это международная компания: мы принимаем заказы со всего мира, так как нам везде доверяют. Считаю неправильным приписывать нас к конкретной власти исходя из географического расположения, так как компания имеет серъезных партнеров. Например, мы сотрудничаем с интерполом – этого факта достаточно для оценки нашей репутации.

 

- Из социальных сетей в Грузии больше всего пользователей у Facebook, соответственно, нашим читателям будет интересно, какие рекомендации вы дадите им исходя из особенностей этой сети и существующих опасностей ?

 

- При пользовании своей страницей нужна большая аккуратность: какие фотографии и статусы публиковать на Facebook, откуда чекинимся – это создает нам деловой и личный имидж. Каждый человек имеет свою собственную цифровую идентичность, соответственно злоумышленники не упускают из внимания и данное направление. В конце концов, информация это же деньги. Не оставляйте лишнюю информацию на Facebook. Под лишней я имею ввиду такую информацию, которую кто-то может использовать завтра для вашей дискредитации.  Если вы твердо не убеждены в необходимости публикации той или иной фотографии, не публикуйте. Как вы знаете, большие социальные сети имеют функцию регулирования видимости, если вы не публичный человек, то желательно, чтобы настроить параметры на странице конфиденциальности, чтобы скрыть вашу информацию от посторонних глаз.

 

- Вас приглашают во многих странах мира в качестве ведущего специалиста – вести семинары по кибербезопасности, и в заключении этого интервью не могу не спросить – каковы ваши планы в отношении Грузии ?

 

- Ваша страна очень интересна во многих аспектах. Представители «Лаборатории Касперского» недавно провели семинар в Тбилиси. Я уверен, что это был не разовый проект. Вы технологически развитая страна, соответственно Грузия для нашего рынка интересное пространство. Мы заинтересованы в том, чтобы в будущем имели возможность неоднократно делиться с вами накопленным опытом.

 

 

 
























 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner