logo_geo
eng_logo
თოდუას კლინიკამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
- +

29 ივლისი. 2017. 10:35


 

სულ ახლახან აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკამ მორიგი, ამჰერად უკვე ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ევროპილი ხარისხის ნიშანი! 2017 წლის 3 ივლისს, ქალაქ ლუცერნში (შვეიცარია) ჩატარდა ევროპის ბიზნეს ასამბელის დაჯილდოები ცერემონიალი, სადაც აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრმა მიიღო ევროპის სამედიცინო ასოციაციის, ოქსფორდის ბიზნესის გაერთიანების სოკრატეს კომიტეტისა და შვეიცარიის ხარისხის ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდოები - „European Exllenece in Quality" და „Best Regional Healthcare Provider".

 

აღნიშნული ჯილდოებით საქართვეკიშუ აჯად, ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ევროპულ სტანდაარტებთან შესაბამისობაა აღიარებული.


კლინიკა გახდა ევროპის სამედიცინო ასოციაციათა გაერთიანების „EBA Global"-ის ოფიციალური წევრი და მიენიჭა უფლება, ისარგებლოს ევროპული ხარისხის სიმბოლიკითა და ევროპის სამედიცინო ასოციაციათა გაერთიანების ლოგოთი.

 

ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული, უამრავი ტიტულისა და ჯილდოს მფლობელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, ყველაფერთან ერთად, გულითადი მასპინძელია. ის განვლილ გზასა და მომავლის პერსპექტივებზე სიამოვნებით გვესაუბრა.


- ბატონო ფრიდონ, თავად როგორ შეაფასებდით ასეთ წარმატებას? რა არის თქვენი მუდმივი ძლირების საიდუმლო?

 

- ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ გული სიამაყით მევსება, როცა მიღწეულ შედეგს ვხედავ. ყველაფერი ურთულესი ეკონომიკური პირობების, კრიმინალისა და უშუქობის პირობებში, 600 კვადრატული მეტრის ფართში დავიწყეთ. მას შემდეგ განახლება და განვითარება ცხოვრებისეულ კრედოდ იქცა. არ ყოფილა არცერთი დღე, როდესაც სიახლეების დანერგვაზე არ მეფიქროს. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, უდიდესი სიამოვნებაა საკუთარი შრომის ნაყოფის ხილვა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე წინ მაინც პაციენტის ჯანმრთელობა და კმაყოფილება დგას.


დიახ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც მრავალი ევროპული თუ ამერიკული დაწესებულებისთვისაც კი საოცნებოა: კლინიკაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სიმძლავრის 5 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, 4 კომპიუტერული ტომოგრაფი, უახლესი თაობის ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი აპარატები, ინოვაციური ტექნიკით აღჭურვილი 5 საოპერაციო ბლოკი, უძლიერსი ქირურგიული და ონკოლოგიური სამსახური.

 

- სულ ახლახან ინსტიტუტს ახალი კორპუსი დაემაპა, რომელიც ბრწყინვალე საინჟინრო და არქიტექტურული ქმნილებაა - გამჭვირვალე გადახურვით და ფართო, ნათელი ჰოლით, რომელსაც ამშვენებსგია ჯაფარიძის ხლოვნების ნიმუში - ხუთმეტრიანი ქანდაკება „სიცოცხლის ხე". ესეც ერთგვარი სიმბოლოა - სიცოცხლის, სინათლის, განახლების... თუმცა, როგორც ვხედავთ, თქვენთან კიდევ ერთი ახალი კორპუსის მშენებლობაა გაჩაღებული...

 

- 2014 წლიდან, ისევ და ისევ პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ონკოლოგიური დარგის განვითარებაზეც გვეზრუნა და უკვე დღეს ამ მიმართულებით ინსტიტუტი წამყვან პოზიციას იკავებს. ამიერკავკასიის მასშტაბითც კი.

შემდეგი ნაბიჯი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი იქნება, რომელიც ყველაზე საუკეთესო დასავლურ კლინიკაშიც კი საოცნებო შეიძლება იყოს - უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტს და ბოლო თაობის პოზიტრონულ-ემსიური ტომოგრაფი სპეციალური დაკვეთით იწყობა General Electrics-ის ქარხანაში. სავარაუდოდ, სექტემბერში ის უკვე საქართველოში იქნება! დიახ, მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც განთავსდება PET/CT. ამ სიმძლავრის და შესაძლებლობების ბირთვული მედიცინის განყოფილება ნამდვილად გაამართლებს ევროპული ხარისხის ნიშანს.


- ბატონო ფრიდონ, ანუ თქვენი ინსტიტუტი ონკოლოგიური მიმართულების ლიდერიც გახდა ქვეყანაში... რატომ ონკოლოგია? ბევრი ონკოლოგიური პაციენტი გყავთ?

 

- სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება ავთვისებიანი სიმსივნეების განუხრელი მატების ტენდენცია. მარტო საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 14000-ზ მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაბინძურებული გარემო, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, თამბაქო - მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს... ერთი რამ უდავოა - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში (მათ შორის ჩვენს კლინიკაშიც) მრავალი სკრინინგ-პროგრამა მუშაობს, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევა უფასოდ უტარდებათ, ავადმყოფთა უმეტესი ნაწილი ექიმთან დაავადების დაგვიანებულ სტადიაში მიდის, მაშინ, როცა მნიშვნელოვნად შეზღუდულია.


ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ კიბოს (და არა მარტო კიბოს, პრინციპში, ყველა დაავადების) გამოსავალი ადრეულ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული.

 

დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ სიმსივნური დაავადებების რაოდენობის მატებასთან ერთად, მკურნალობის სტანდარტიც ამაღლდა და გაუმჯობესდა. მიხარია, რომ ჩვენმა ინსტიტუტმა უმოკლეს დროსი შეძლო ონკოლოგიური სერვისების უპრეცედენტო განვითრება და ყველაზე მაღალი ნიშნულის დაკავება - ონკოლოგიური ქირურგია, ქიმიოთერაპია, ქრადიაციული თერაპია - როგორც მონოთერაპიის, ისე კომბინირებული მკურნალობის სახით, ამბულატორიულად და სტაციონალურად - უმაღლესი ხარისხითა და საუკეთესო მომსახურების სტანდარტით. ყოველივე ამან განაპირობა ისიც, რომ წელს ჩვენს კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტს ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის ESMO-ს აკრედიაცია მიენიჭა. შესაბამისად, ონკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობაც ძალიან გაიზარდა. წარმოიდგინეთ - მარტო რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში სხივურ ამაჩქარებლებზე ყოველდღიურად 150-ზე მეტი პაციენტი იტარებს მკურნალობას.


ჩვენთან ყველა ინოვაცია მიმართულია იმისაკენ, რომ ონკოლოგიური ავადმყოფისთვის შეიკრას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული ციკლი. რა თქმა უნდა, ვამაყობ, რომ პაციენტებს უკვე დღეს აქვთ ფუფუნება, ქვეყნის საზღვრებიდან გაუსვლელადმიიღონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ეს ევროპის ყველაზე მაღალი რანგის- ევროპის სამედიცინო ასოციაციათა გაერთიანების აღიარებითა და ჯილდოთი კიდევ ერთხელ დადასტურდა.


- თქვენ ისე ლამაზად ხატავთ ყველაფერს, გეგონება, ქართული მედიცინისა და ქართველი პაციენტის წინაშე პრობლემა აღარ არსებობს. არადა, კარგად ვიცით, რამდენი ნაკლობანება გააჩნია ამ სისტემას...

 

- ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ქვეყნის მასშტაბით ევროპულ სერვისზე და ევროპულ ხარისხზე ვისაუბროთ. თუმცა, არ შეიძლება არ აღიარო, რასაც მივაღწიეთ.


როგორ გგონიათ, რა კრიტერიუმებით მოხდა მაინცდამაინც ჩვენი კლინიკის შერჩევა ევროპის სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ და ამიერკავკასიის რეგიონში საუკეთესო კლინიკად დასახელდა? ჩვენ უზარმაზარი დეტალური შემოწმების პროცესი გავიარეთ. უმთავრესი კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, არის სიმძლავრე და ინტელექტუალური პოტენციალი. ამასთან, ვართ ევროპაში მე-5 ქვეყანა, სადაც განთავსდა რადიოქირურგიული სისტემა EDGEრა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო... ექიმების კვალიფიკაცია, პროფესიული განვითარების და გადამზადების მუდმივი რეჟიმი, ლაბორატორიების გარე კონტროლი...


დაბოლოს, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს ველოდებით, მაგრამ არ მინდა ამის შესახებ ნაადრევად საუბარი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და თანაც ძალიან მალე!


 

ესაუბრა ირინა გოგოლაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner