logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ქალები მართავენ კაცებს...
- +

16 სექტემბერი. 2018. 22:55

 

დიდი ხანია, გოგა ხაინდრავა ჩვენი ჟურნალის სტუმარი არ ყოფილა. გადავწყვიტეთ, ინტერვიუ ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ჩაგვეწერა. საუბარი საინტერესო ჭრილში წარიმართა. 

- ჩვენი ტრადიციები საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა, ამიტომაც ვფიქრობ, ეს ერის ძალიან დიდი სიმდიდრეა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. ბუნებრივია, ბევრმა ტრადიციამ თავისი დრო მოჭამა და გასულ საუკუნეში დარჩა, მაგრამ ძირითადი საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ადამიანის მსოფლმხედველობა სწორედ ამ ტრადიციებს უნდა ეყრდნობოდეს. ქართველებისთვის უძვირფასესი ტრადიცია ქრისტიანული სარწმუნოებაა, მართლმადიდებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საყრდენი და საფუძველია, თუ რამემ გადაარჩინა საქართველო, ეს სწორედ მართლმადიდებლობაა. 


სამწუხაროდ, დღეს ზედაპირული ხასიათი აქვს ტრადიციების შენარჩუნებას, რასაც ჩვენს ცხოვრებაში უამრავი სირთულე და განსაცდელი მოაქვს. სრულიად წინააღმდეგობრივი და შეუსაბამოა ადამიანების უფლებების გაფეტიშება, რომელიც XX საუკუნესაც ახლდა თან, მაგრამ XXI-ში განსაკუთრებულად შემოიჭრა. მოსაზრება ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების ნაწილს გააჩნია, საფუძველშივე ეწინააღმდეგება ადამიანების მოთხოვნილებებს და მისი არსებობის არსს, იმიტომ, რომ უფლებები ზნეობისა და პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე ღრმა ადამიანური კრიზისი და ბოროტების მომტანია.


ამ შემთხვევაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ხომ არ გულისხმობთ?


- არა, მაგას საერთოდ არ ვგულისხმობ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ავადმყოფობაა, სოდომური ცოდვა, გადაგვარება, რომელიც მხოლოდ ამ საუკუნისთვის არაა დამახასიათებელი, ბიბლიაშიც წერია, რომ სოდომი და გომორა ამის გამო დაიწვა. არატრადიციული ორიენტაცია  ეს ბუნების წინააღმდეგ წასვლაა, აღარაფერს ვამბობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე და არატრადიციული წყვილების მიერ ბავშვის აყვანის უფლებაზე. ამ დროს ყველაზე მეტად ბავშვის უფლება ირღვევა, რომელსაც არავინ ეკითხება, უნდა თუ არა, ორ მამაკაცთან ცხოვრება, რომელთაგანაც ერთი მისი ''დედა'' და მეორე კი – მამაა. 

ყველაფერი, რაც ბუნებას, ღმერთს ეწინააღმდეგება, სახიფათოა ადამიანებისთვის. კაცი კაცთან რომ ცხოვრობს და ბავშვი უნდათ, ესაა გადაგვარება და გადაჯიშება, თორემ საყურეს თუ იკეთებს და ვიწრო შარვალს იცვამს, ეს უკვე მისი გემოვნების საკითხია და მეტი არაფერი. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია, საყურე შუა საუკუნეებშიც ეკეთათ მეფეებს.


ბატონო გოგაროგორ ფიქრობთჩვენს რეალობაში პატრიოტობა სტერეოტიპული გახდა?


- არა, პატრიოტობა ყველა დროში ერთი და იგივე მოცემულობა, განცდა და მოთხოვნილებაა, ადამიანი ან არის პატრიოტი, ან - არა.  დღევანდელ პოლიტიკურ წუმპეში და კონიუნქტურულ სამყაროში ზნეობისგან დაცლილი ადამიანები არიან, რადგან პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისთვის არც სკოლა არსებობს, არც ინსტიტუტი, ამიტომ პოლიტიკაში მოდის სხვა პროფესიაში ხელმოცარული ხალხი, ვინც საკუთარი კეთილდღეობის ნიშა სხვაგან ვერ იპოვა და პოლიტიკიდან ცდილობს ამ ''დანაკლისის'' შევსებას. პოლიტიკა შემთხვევით ხალხზეა დაყრდნობილი, ამისი მშვენიერი მაგალითი იყო ე.წ. ეროვნული მოძრაობა, რომელმაც მასობრივი ხასიათი მიიღო, მაგრამ მათ შორის პატიოსანი, სამშობლოსთვის თავდადებული სულ რამდენიმე აღმოჩნდა, დანარჩენები, როგორც წესი, მედროვენი და საკუთარი კეთილდღეობით დაავადებულნი ყოფილან. ეს, პრაქტიკულად, თითქმის მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გასდევს თან, რაც უმწიფრობის ბრალია.


როგორ ფიქრობთჩვენს ქვეყანაში რატომ არის პოლიტიკა და სექსი ყველაზე აქტუალურითემები?


- თქვენ ფიქრობთ, რომ სექსი აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში? შეიძლება, მისი წყურვილი აქტუალური იყოს, მაგრამ რეალიზებაში ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ იქ, სადაც ხალხი ამითაა დაკავებული, სალაპარაკოდ ნაკლები დრო რჩებათ, ჩვენ კი მხოლოდ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ამიტომ ვფიქრობ, პოლიტიკა და სექსი ის უბნებია, სადაც ძალიან გვიჭირს. ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული ხალხი სწორედ ამ ორ სფეროში იყრის თავს. სექსი ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი არაა საჭირო, მას ცოტა სხვა უნარები სჭირდება.


ბატონო გოგაქუჩის აკადემიის გავლა აუცილებელია ბიჭისთვის?


- არა, ეს მითია, საქართველო ხომ მითების ქვეყანაა. არანაირი აკადემია ქუჩაში არ არსებობს, აკადემია არის იქ, სადაც არის ცოდნა, წესი, მეცნიერება, განათლება... 


თუმცა, 90-იან წლებში ქუჩის ცხოვრება ძალიან აქტუალური იყო.


- ეგ ცოტა სხვა თემაა. მაშინ საზოგადოება ორ ნაწილად იყოფოდა, წითლები, რომელიც გულისხმობდა სულის გაყიდვას და ყველანაირ მანკიერებას, რაც თან ახლდა მათ წყობას, და ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამას და რჩებოდნენ ქუჩაში. მიუხედავად ამისა, დიდი ნაწილი სულის გაყიდვას დევნაში ყოფნას ამჯობინებდა. კომკავშირული, პარტიული ნიშნით აღბეჭდვა სამარცხვინო იყო, ამის საპირისპიროდ მოიგონეს ქუჩის აკადემიის არსებობა, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მითია.


ჩვენს რეალობაში ოჯახები უფრო ხშირად ინგრევავიდრე ადრეროგორ ფიქრობთრისიბრალია ეს


- ეს XX და XXI საუკუნის სენია, რადგან მორალი მოიშალა, ტრადიციულობა და ოჯახის შექმნა არ არის ლოგინში ჩაწოლა. დღეს ახალგაზრდების ურთიერთობას განაპირობებს ლოგინი და არა წესი. ის, რასაც ოჯახის ინსტიტუტი ეყრდნობოდა, მოიშალა, ამის გამო ადამიანები ადვილად ერწყმიან ერთმანეთს, ოღონდ არა იმ მოთხოვნილებით, რაც ოჯახს სჭირდება. შესაბამისად, ხშირად რჩებიან ბავშვებთან ერთად მარტო. როდესაც ბავშვი არ ჩნდება და ისე ინგრევა ოჯახი, კიდევ არა უშავს, მაგრამ საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ბავშვიანი ქალი უფრო რთული ბედისაა. ამ ყველაფერს იწვევს ტრადიციებზე უარის თქმა და ე.წ. თავისუფლება, რომელიც არასწორადაა გაგებული. 


რაც შეეხება ქალიშვილობის ინსტიტუტსრომელიც ასევე ჩვენი ტრადიციაა.


- არამარტო ჩვენი ტრადიციაა. ის მოსაზრება, რომ ქართველებს განსაკუთრებული ტრადიციები გვაქვს, დიდი მითია. 


ჩვენ გარდა უამრავ ქრისტიანულ თუ მუსლიმანურ ქვეყანაში არსებობს ქალიშვილობის ტრადიცია. XX, XXI საუკუნემ თავისი გავლენა იქონია ამაზეც და თავისი სიმწვავე დაკარგა, მაგრამ პირადად მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ქალი თუ უმანკოებას შეინახავს ქმრისთვის, ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ქორწინებამდე ურთიერთობას გარყვნილება არ მოაქვს, არც ესაა დასაძრახი და განსაკუთრებული. როგორც წესი, ასეთი ურთიერთობა სწორედ რომ გარყვნილებაში გადადის, იღებს მრავალმხრივ ხასიათს, მრავალფეროვანდება პარტნიორების თვალსაზრისით, რაც სირთულეებს უქმნის როგორც ქალს, ისევე კაცს. არ მგონია, რომ რაიმე გამონაკლისები უნდა არსებობდეს. გარყვნილება ქალისთვისაც ისეთივე ცოდვაა, როგორიც კაცისთვის. თუმცა, ქალი, როგორც დედა, ახალი სი-ცოცხლის საწყისი, ბევრად უფრო უბიწო უნდა იყოს, ამიტომაცაა უფრო დიდი მოთხოვნა მის უბიწოებაზე, ქალები აჩენენ შვილებს და არა კაცები.


და გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ?


- ესეც XX საუკუნის ავადმყოფობაა. დისკრიმინაცია ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ქალისა და კაცის გათანაბრებაც არაბუნებრივია. ქალს თავისი თავისებურებები აქვს და კაცს – თავისი. ქართული ტრადიცია სხვას ლაპარაკობს, მაგრამ მგონია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ქალები მართავენ კაცებს და არა კაცები – ქალებს, რადგან ქალები უფრო არიან ქართული ოჯახისა და წესის საფუძველნი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართველის ფსიქოტიპი არის ქალი და არა კაცი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×