logo_geo
eng_logo
სამოქალაქო მოძრაობა გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ
- +

24 ნოემბერი. 2018. 10:49

 

 

მთაწმინდის რაიონში სამოქალაქო მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომელსაც ყოველდღიურად უერთდებიან ადამიანები. მოძრაობა ამ რაიონის მცხოვრები ზაზა რუსაძის ინიციატივით და აქტიურობით შეიქმნა. ვის და რატომ უჭერს მხარს ახალდაფუძნებული მოძრაობა, ამაზე მალხაზ ლაკერბაია გვესაუბრება.

 

- რა გვჭირს, მართლა ვერ ამიხსნია. ხალხი ვართ ასეთი გულმავიწყი თუ ხელისუფლება არის უსაშველო, ვეღარ გავიგე. შეიძლება, ადამიანი რომელიც ცოცხების პარტიის ლიდერის სახელით წავიდა, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობდეს? ეს ხომ წარმოუდგენელია?! სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობის წინაშე დავდექით და კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ სააკაშვილს არა. რა მოხდება, თუ ვაშაძე გაიმარჯვებს? ამას ხომ არც მალავენ. ციხიდან გამოუშვებენ მკვლელებს და ყველაფერი უბედურების შემსრულებლებს. ეცდებიან, აიხდინონ თავისი ოცნება, მოაწყონ რევოლუცია და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

 

- საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით ისინი მთავრობაში ხომ ვერ ბრუნდებიან? რატომ უყურებთ ასე?

 

- არ უყურებთ, რამდენ ტყუილს ამბობენ და როგორ იქცევიან? ცდილობენ, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, საზოგადოება მუდმივად აცხოვრონ აპოკალიფსის მოლოდინში. სააკაშვილი ფიქრობს, რომ თუ თვითონ არ იქნება სათავეში, დანგრეულა მთელი ქვეყანა. მას ეს არ ადარდებს. მას უნდა ძალაუფლება, რომლის ყველაზე დიდი მოყვარულია. არ შეუძლია სხვანაირად. ეტყობა, დაავიწყდა, როგორ აუბედურებდნენ ხალხს და დარჩათ კიდევ გასაუბედურებელი. შეუძლებელია, ეს მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.

 

- სააკაშვილი თუ იტყუება, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება მის მხილებას?

 

- რა უნდა ქნან, კაცს მთელი პროგრამა აქვს და განათლება მიღებული, როგორ მოიტყუოს. ხალხი როგორ გადაიყვანოს ჭკუიდან. ეს ადამიანი რომ ყველაფერზე წამსვლელია ძალაუფლების დასაბრუნებლად, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?! ვუყურებ, როგორ ეტმასნებიან „ოცნებას“ ყოფილი ნაციონალები და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ. ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით ჰქონდათ ზონდერ-მისიები, ამ ხალხს უნდა ახლა „ოცნებიდან“ შეძვრნენ ხელისუფლებაში და ისევ მიშას ემსახურონ, რომ მთლიანად დააბრუნოს მათთვის საყვარელი სააკაშვილის რეჟიმი. იმედი მაქვს, ეს მარაზმი საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და პასუხს გავცემთ 28 ნოემბერს. შეუძლებელია, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გიჟურ რეჟიმში, რევოლუციების, აქციების და არეულობის მოლოდინში. სამოქალაქო მოძრაობის ოფისში ვხედავ, ყოველდღიურად როგორ მოდის უფრო მეტი ადამიანი. ეს მუხტი და ამ ხალხის ყურება იმედს მაძლევს, რომ ყველა, ვინც პირველ ტურზე არ იყო, მივა და გააკეთებს არჩევანს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. საქართველოსთვის ახლა მთავარია სიმშვიდე. უამრავი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში და წარმოგიდგენიათ, როგორ გამოვჩნდებით, აქ რომ ახლა აურზაური ატყდეს. ხელისუფლებას აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ არ დაუშვან ქაოსი და დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვერაფერს ვერ მოახერხებს.

 

- თუ ხალხი მაინც აირჩევს ვაშაძეს?

 

- 6 წელი ძალიან ცოტაა იმ ყველაფრის დასავიწყებლად, რაც გავიარეთ. მე მგონი, ხალხს მახსოვრობა გვაქვს და ამიტომ ვარ იმედიანად. ჩემს ყველა მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს, უცნობს მინდა ვუთხრა, რომ აუცილებელია მივიდეთ არჩევნებზე და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. თუ ვინმეს მთავრობა არ მოსწონს, სულ არაა გასაკვირი. 2020 წლამდე არაფერი არ დარჩა და  იქ შევაფასოთ „ოცნება“. ვნახოთ, აბა, რას გააკეთებს მთავრობა წელიწადნახევარში. არ მოგვეწონებიან და გადავირჩევთ, რა პრობლემაა. დღეს კი აუცილებელია გაერთიანება და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×