logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: მეც ეგრე მოვიქცეოდი ზუსტად!
- +

19 მაისი. 2016. 15:23



საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თამაზ მეჭიაურის ბოლოდროინდელი განცხადებების და ქმედებების შეფასებით დავიწყეთ საუბარი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან. დეპუტატის გადაწყვეტილებებს პოლიტოლოგი გამართლებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მეჭიაური გულახდილი პოლიტიკოსია;


- აქ სიღრმისეულ მოვლენებთან გვაქვს საქმე. ზედაპირული საუბარი, რომ გუნდში განხეთქილებაა, ასე არ არის. ჩემს თავს უფლებას მივცემ, გავაკეთო საბოლოო დასკვნები მას შემდეგ, რაც დავინახავ, რომელი პარტიები მოიყრიან თავს მეჭიაურის გვერდით. ასე მარტივად არაა საქმე, რომ ერთი კაცი გამოვიდა, არ მოეწონა ბევრი რამ, წაეჩხუბა ივანიშვილს, გუნდსაც წაეჩხუბა და ცალკე, როგორც მარტოხელა რაინდი, აპირებს ბრძოლას. მეჭიაურის ბევრი განცხადება და ბევრი ქმედება არ შეიძლება უარყოფითად აღვიქვათ. მე პირიქით, მივესალმები კიდეც.


- 17 მაისს ის ჰომოფობიურ განცხადებების გამო გააკრიტიკეს...


- კი, გუშინ ვუყურებდი ეთერში. საყურეებიანი, თმაგადავარცხნილი ბიჭი, ქალური უნარ-ჩვევებით რომ გადაუდგა წინ, ლამის გადმოვიდა კაცი და თქვა: მომაცილეთ ეს „პიდარასტიო"! მეც ეგრე მოვიქცეოდი ზუსტად! ვიღაცას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მეჭიაური დინების წინააღმდეგ ცურავს, მაგრამ ეს ასე არ არის... გუშინ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე არმიის მინისტრად ჰომოსექსუალი ერიკ ფენინგი დაამტკიცეს. ამერიკა შეიძლება უძლებს ამას, საფრანგეთმაც შეიძლება გაუძლოს, მაგრამ 3-მილიონიანი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. ასე რომ, მეჭიაურის პროექტი სიღრმისეულია, გაცილებით შორს წარმავალია და ჩემი აზრით, არცთუ გასაკიცხია. უახლოეს დღეებში ალბათ მეჭიაური იტყვის, მის გარშემო ვინ იქნება და საბოლოო დასკვნები მაშინ გავაკეთოთ. მანამდე იმის თქმა, რომ მეჭიაური წაეჩხუბა თავის გუნდს, არასწორია. ის არავის არ წაჩხუბებია. გულახდილი აღმოჩნდა და თქვა ის, რასაც ფიქრობდა.


- პაატა ბურჭულაძეზე რას იტყვით? როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით?

 

- კაციშვილმა არ იცის, პაატა ბურჭულაძეს რა პროგრამა, რა რესურსი, რა ძალა აქვს. უბრალოდ, ის საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და როგორც ბრწყინვალე მომღერალი. მაგრამ ჩვენ გვყავს დებილი ელექტორატი, რომელმაც არაფერი არ იცის. გუშინ გამოდის ბურჭულაძის მარჯვენა ხელი ქალბატონი, კეისრის და ნაპოლეონის თავდაჯერებით და ურცხვად აცხადებს, ერთდაერთი პარტია ვართ, რომელიც საქართველოს ავაყვავებთო. რით და როგორ ააყვავებენ საქართველოს, საინტერესოა. სწორედ ეს უნდა აინტერესებდეს ნორმალურ ელექტორატს.


- პრეზიდენტ მარგველაშვილს „ნაციონალების" გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, ვეტო დაადოს საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონში მიღებულ ცვლილებებს. თქვენ რა რჩევას მისცემდით ამ საკითხზე პრეზიდენტს?


- პრეზიდენტს ჩემი რჩევა არ სჭირდება, მას მშვენიერი მრჩეველი ჰყავს ფიქრია ჩიხრაძის სახით. მე ვეტყოდი უბრალოდ, რომ დიდი ყურადღებით მოუსმინოს მესამე სექტორს. ვფიქრობ, მან კანონს ვეტო უნდა დაადოს და ალბათ დაადებს კიდეც.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×