logo_geo
eng_logo
შპს „შირაქმა“ „ასავალ-დასავალსა“ და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა!
- +

4 თებერვალი. 2019. 19:25

 

 

ჯაბა ტყემალაძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ გაეკარონ პალმის ცხიმის შემცველ პროდუქტებს, იქნება ეს „იმერული ჭყინტი“, „იმერული სახაჭაპურე“ თუ ნებისმიერი მწარმოებლის მსგავსი პროდუქტი!

 

 

საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს შპს „შირაქს“, რომ პალმის ცხიმის შემცველი „იმერული ჭყინტი“ და „იმერული სახაჭაპურე“ მოსახლეობას უპრობლემოდ აჭამოს!

 

„ჯობია, ლენინგრადის ბლოკადაში იყო და ვირთხას ჭამდე, ვიდრე ისეთ სტრესულ გარემოში ცხოვრობდე, სადაც კანონიერად გვკლავენ და სიმსივნის გამომწვევი პალმის ცხიმის შემცველ პროდუქტებს გვასაღებენ!“

 

„ჩვენი მოსახლეობა სწორედ იმიტომ იტანჯება დეპრესიით, რომ უხარისხო პურსა და პალმის ცხიმზე დამზადებულ ყველს გვაჭმევენ!“

 

„ლაღიძე, რომელიც გენიოსი იყო, ადამიანებს აჭმევდა ხაჭაპურს და ასმევდა ტკბილ წყალს. ადამიანები დადიოდნენ ლაღიძეში, მიირთმევდნენ ხაჭაპურს, მკურნალობდნენ და ებრძოდნენ დეპრესიას!“

 

„შპს „შირაქის“ პროდუქტში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ყველთან, ბოროტადაა გამოყენებული სიტყვები: „სახაჭაპურე“ და „ იმერული“. ეს არის სიმსივნის გამომწვევი ბიოლოგიური იარაღი, ნაგავი, რომელსაც ყველად ასაღებენ!“

 

„თუკი შპს „შირაქს“, რომელიც საქართველოს უძველესი კუთხის სახელს ატრებს, მამულისთვის უძგერს გული, სასამართლოებში კი არ უნდა ირბინოს, არამედ შეწყვიტოს პალმის ცხიმით გაჯერებული ყველის წარმოება და ამისკენ მოუწოდოს სხვა მწარმოებლებსაც!“

 

 

2018 წლის 29 ოქტომბერი-4 ნოემბრის 44-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ჯაბა ექიმი მკითხველს ზოგიერთი მცენარეული ცხიმის მავნებლობის შესახებ აფრთხილებდა, შპს „ შირაქმა“ გაზეთ „ასავალ- დასავალსა“ და ჯაბა ტყემალაძეს სასამრთლოში უჩივლა. ჯაბა ექიმა მაგალითად მოიყვანა „შირაქის“ წარმოებული „იმერული ჭყინტის“ ეტიკეტი, რომელზეც გარკვევით წერია, რომ პროდუქტი პალმის ცხიმს შეიცავს. აღნიშნულ სტატიას შპს „შირაქი“ თავისი გაყიდვების საგრძნობლად შემცირების მიზეზად მიიჩნევს. საინტერესოა, რა საფრთხე გვემუქრება პალმის ცხიმისგან, რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა და როგორ დავიცვათ თავი ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქტისგან მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მწარმოებელს უფლებას აძლევს, მარკეტინგული ხრიკებით სრულიად კანონიერად, სიმსივნის გამომწვევი პროდუქტი შემოგვასაღოს? ამჯერად ჯაბა ტყემალაძე პალმის ცხიმის მავნებლობაზე კიდევ ერთხელ გვესაუბრება.

 

 

- ჯაბა ექიმო, თქვენ არაერთხელ გაგიფრთხილებიათ მოსახლეობა პალმის და სხვა ტრანსფორმირებული ცხიმის მავნებლობის შესახებ. მართალია, აღნიშნულ თემაზე საუბარი არასასიამოვნოა მწარმოებლისთვის, თუმცა, იქნებ კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან თემას...

 

- 80-იან წლებში ევროპელებმა დაიწყეს აფროამერიკელი მოსახლეობის მხარდაჭერის ვერაგული პროგრამა, რომელიც პალმის და ქოქოსის ცხიმის წარმოებასა და საკვებში შეტანას გულისხმობდა. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპას დიდი ხანია, მობეზრდა აფროამერიკელების ემიგირაცია და მათ ადგილზე დასაქმებას, იაფი პროდუქტით გამოკვებას და, ამავდროულად, პოპულაციის შემცირებას შეეცადა.

 

თვითონ ევროპის 8 ქვეყანაში, სკანდინავიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში პალმის ცხიმი კატეგორიულად არის აკრძალული. უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში კი -შეზღუდულია.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება პალმის ცხიმი, თუმცა, ბოლო პერიოდში უკრაინასა და საქართველოშიც დაიწყეს მისი გამოყენების შეზღუდვა, ალბათ, იმიტომ, რომ ნელ-ნელა ევროპას ვუერთდებით. არც ისაა გამორიცხული, რომ რაკი ჩვენთან დასახლდნენ უცხოელები, სწორედ მათ დასაცავად მიიღეს კანონი, რომელიც მწარმოებელს აიძულებს, მიუთითოს პროდუქტის შემადგენლობა. ამავდროულად, შევედით იმ ქვეყანათა სიაში, სადაც ბუნებრივად ისედაც აღარ მრავლდებიან და პალმის ცხიმით ჩვენი ამოწყვეტა აღარ არის საჭირო.

 

როგორც მოგახსენებთ, ჩვენი კანონმდებლობით, მწარმოებელს უკვე აღარ აქვს მომხმარებლის მოტყუების უფლება და ვალდებულია, ეტიკეტზე დაწეროს პროდუქტის შემადგენლობა, თუმცა, პალმის ცხიმით დამზადებულ პროდუქტს ყველს პირდაპირ ვერ უწოდებს. ამიტომაც შპს „შირაქმა“ იპოვა გამოსავალი და თავის  პროდუქციას „იმერული ჭყინტი“ და „იმერული სახაჭაპურე“ დაარქვა. ეს სახელწოდება ქართველ ადამიანში ყველის ასოციაციას იწვევს და აღარ ეძებს შემადგენლობაში წვრილი ასოებით ეტიკეტზე მიწერილ პალმის ცხიმს. სწორედ ამიტომ მოვიყვანე მაგალითად სტატიაში „შირაქის“ „იმერული ჭყინტი“, რომელიც პირადად შემთხვევით შევიძინე ისე, რომ ეტიკეტზე არც კი დამიხედავს.

 

საერთოდ, ჩემი ორგანიზმი მძაფრად რეაგირებს შხამზე, არაბუნებრივ საკვებზე და მხოლოდ მას მერე დავინტერესდი „ყველის“ შემადგენლობით, როცა პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე ხანში თავი შეუძლოდ ვიგრძენი. სხვათა შორის, სახელწოდება „იმერული ჭყინტი“ ან „ იმერული სახაჭაპურე“ ბრჭყალებში უნდა იყოს ჩასმული, ვინაიდან ეს სახელწოდებაა და არა სახეობა იმ პროდუქტისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ყველთან.

 

„იმერული სახაჭაპურე“ საერთოდ არ შეიცავს ცხოველურ ცხიმს, ის აბსოლუტურად რძის ფხვნილისგან და პალმისა და ქოქოსის ცხიმებისგან არის დამზადებული. ამ შხამის გამოყენებით აცხობენ სწრაფი კვების ობიექტებში ხაჭაპურის უმრავლესობას. საწამლავი, რომელიც ნელ-ნელა კლავს ჩვენს ერს, სამწუხაროდ, სრულიად კანონიერად იყიდება! დიახ, მარკეტინგული ხრიკების მეშვეობით ჩვენ გვაჭმევენ შხამს, რომელიც ერთობ სასარგებლო პროდუქტად - ყველად საღდება.

 

- ჯაბა ექიმო, შეიძლება ფალსიფიცირებული სულგუნიც შემოგვატყუონ მწარმოებლებმა?

 

- პროდუქციას, რომელიც მცენარეული ცხიმისგან არის დამზადებული, მწარმოებელი სულგუნს ვერ უწოდებს. შეიძლება სულგუნის მსგავს პროექტს დაარქვას „მეგრული საღომე“ , „შებოლილი მეგრული“ ან „სვანური საღომე“. რადგან კანონი მწარმოებელს უფლებას აძლევს, მოწამლოს მომხმარებელი, არავინ დაიხევს უკან და არავინ იტყვის უარს ფულის შოვნაზე. ყველის სექციაში შეიძლება გაიყიდოს „იმერული სახაჭაპურე“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ყველთან.

 

საუბედუროდ, დღეს იმდენად უჭირს მოსახლეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ხანდახან მენიუ გაიმრავალფეროვნონ, ურჩევნიათ, შხამი იყიდონ იაფად. თვითონ „შირაქის“ ჯიხურებში საღი რძისგან დამზადებული ყველი 11 ლარი და 50 თეთრი ღირს, მაშინ როდესაც „იმერული სახაჭაპურეს“ შეძენა 5 ლარად და 90 თეთრად, ანუ თითქმის ნახევრ ფასად შეგიძლიათ, ხოლო „იმერული ჭყინტი“ 7 ლარი და 50 თეთრი ღირს.

 

ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც პალმის ცხიმი ურევია, შხამად შეერგება ჩვენს ორგანიზმს. როგორც ერთი წვეთი კუპრი აფუჭებს მთელ კასრ თაფლს, ასე აფუჭებს მცენარეული ცხიმი ნამდვილ ყველს, რომელიც ცხოველურ წარმომავლობის პროდუქტია და ძროხის რძისგან მზადდება.

 

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა პენსიამდე ვერ მიაღწიოს და დასნეულებულმა სიკვდილის წინ ყველაფერი გაყიდოს, რაც აბადია. უფრო მეტიც, სიმსივნით დაავადებულთა ოჯახებმა მავანის ბოროტი განზრახვით ბანკში უნდა ჩადონ ბინები და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ გაეკარონ პალმის ცხიმის შემცველ პროდუქტებს, იქნება ეს „შირაქის“ „იმერული სახაჭაპურე“ თუ ნებისმიერი მწარმოებლის მსგავსი პროდუქტი.

 

სათითაოდ ყველა მწარმოებელმა რომ მიჩივლოს, მაინც არ  გავჩერდები და კიდევ მრავალჯერ გავაფრთხილებ თქვენს მკითხველს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც გვემუქრება.

 

ჯობია, ლენინგრადის ბლოკადაში იყო და ვირთხას ჭამდე, ვიდრე ისეთ სტრესულ გარემოში ცხოვრობდე, სადაც კანონიერად გვკლავენ და სიმსივნის გამომწვევი პალმის ცხიმის შემცველ პროდუქტებს გვასაღებენ. ამასთან ეს ე.წ. „ყველი“ სიკვდილივით შემზარავი თეთრი ფერისაა. შესაბამისად, მიმზიდველი ყვითელი ფერი რომ მისცენ, ღებავენ. თუ კარგად დააკვირდებით ეტიკეტს, მასზე მითითებულია პროდუქტში შემავალი საღებავები და ხელოვნურად შეყვანილი კალციუმის ქლორიდი.

 

- ჯაბა ექიმო, კონკრეტულად რა პროცესებს იწვევს ორგანიზმში პალმის ზეთი?

 

- ტრანსფორმირებული ცხიმი (განსაკუთრებით პალმის) სპობს სისხლძარღვთა სისტემას, იწვევს სიმსივნეს, ანადგურებს უჯრედების მემბრანებს. ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც რეგულარულად იღებს ტრანსფორმირებულ მცენარეულ ცხიმებს, თანდათან გადაუგვარდება საჭმლის მომნელებელი სიტემა და დაზიანებულ უჯრედებზე წარმოიქმნება სიმსივნური უჯრედები.

 

ამ ბიზნესში დიდი ფული კეთდება, შესაბამისად დაქირავებული ექსპერტების მიერ იქმნება ვითომ კვლევები და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ქვეყნდება ანგარიშები, სადაც ტრანსცხიმების უვნებლობაზეა საუბარი.

 

წარმოუდგენელი შხამია გენმოდიფიცირებული სოიის ცხიმიც, რომელიც ასევე ფართოდ გამოყენება წარმოებაში.

 

- ჯაბა ექიმო, როგორი შემადგენლობისაა ნატურალური ყველი და რატომ არის სასარგებლო ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის?

 

- თუკი ყველი კარგად არის დამზადებული, მიღებიდან ორ საათში კუჭმა უნდა მოახერხოს მისი მონელება. რძე შეიცვას კაზეინს, რომელიც სიმსივნის გამომწვევია, ამიტომ რძის მიღებას ბუნებრივი ფორმით, უმჯობესია, მარილწყალში გამოყვანილი ყველი მიირთვათ. ჭყინტ ყველშიც მაღალია კაზეინის შემცველობა.

 

როდესაც ყველი მარილწყალში გამოგვყავს, კაზეინი გადადის ნივთიერება კაზიმორფინში, რომელიც დიდ სიამოვნებას იწვევს. ამდენად ნამდვილი ყველის ჭამა არის ნეტარება.

 

ლაღიძე, რომელიც გენიოსი იყო, ადამიანს აჭმევდა ხაჭაპურს და ასმევდა ტკბილ წყალს. ადამიანები დადიოდნენ „ლაღიძეში“, მიირთმევდნენ ხაჭაპურს, მკურნალობდნენ და ებრძოდნენ დეპრესიას.

 

დიახ, კაზიმორფინი იწვევს ნეტარებას, სწორედ ამიტომ უყვართ ადამინებს ყველი. ჩვენმა ერმა უამრავი განსაცდელი იმიტომ გადაიტანა მხნედ, რომ ვჭამდით ყველს, პურს, ხაჭაპურს და ღვინოს ვაყოლებდით! მიუხედავად მრავალი ბრძოლისა და სიდუხჭირისა, ქართველებს არასოდეს ჰქონიათ დეპრესია.

 

უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის კალციუმი, რომლითაც ასევე მდიდარია ნამდვილი ყველი. არადა, დღეს ჩვენი მოსახლეობა სწორედ იმიტომ იტანჯება დეპრესიით, რომ უხარისხო პურს და ხშირად პალმის ცხიმზე დამზადებულ ყველს გვაჭმევენ! ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ყველში შემავალი დიდი რაოდენობით კალციუმი, რომელიც ზრდის კუნთოვანი სტრუქტურის ტონუსს. ტვინის ნეირონების, საშვილოსნოს, პროსტატის, ძვლების, კბილების და თმის სიჯანსაღე დამოკიდებულია ჩვენს ორგანიზმში კალციუმის შემცველობაზე. ცნობისთვის: ყველში ხუთჯერ მეტია კალციუმი, ვიდრე ხაჭოში. პროდუქტში ხელოვნურად შეყვანილი კალციუმი ორგანიზმს არ ერგება, სწორედ ამიტომ მოიმატა სიმსივნეებთან ერთად დეპრესიისა და სულიერი აშლილობის რიცხვმა. ადამიანები ვეღარ იღებენ მათი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მინერალებს.

 

- არის თუ არა ფალსიფიცირებული ე.წ. ქარხნული ყველი, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით იყიდება ქართულ ბაზარზე?

 

- რასაკვირველია, ქარხნული ყველის დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია და მხოლოდ გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! სანთლით ვეძებ გამყიდველს, რომელიც მანიშნებს, რომ უვარგისი პროდუქტი არ ვიყიდო. კარგი ქარხნული ყველი უკიდურესად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, რადგან მასში თავმოყრილია ყველის ყველა სასარგებლო თვისება და მინიმუმამდეა დაყვანილი კაზეინის შემცველობა!

 

- ჯაბა ექიმო, რისგან შედგება რძის ფხვნილი, რომლითაც მზადდება ესა თუ ის იაფფასიანი პროდუქცია?

 

- რძის ფხვნილს არანაირი კავშირი არ აქვს რძესთან. ჩვენთან ძირითადად, სომხეთში წარმოებული რძის ფხვნილი შემოდის, რომელიც მასიურად მზადდება გენმოდიფიცირებული სოიისგან და ჩვეულებრივი შხამია.

 

სამწუხაროდ, ადამიანთა მკვლელობის მასობრივი იარაღის გაყიდვის უფლებას სწორედ სახელმწიფო აძლევს მეწარმეებს, რომლებიც ადამიანთა ჯამრთელობის დანგრევის, გაუბედურებისა და დაავადმყოფების ხარჯზე დიდ ფულს აკეთებენ. ამათი უსინდისობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება.

 

თქვენ იცით, მანქანა რომ გაიტაცოთ, იგრიალოთ და იმავე ადგილას დააყენოთ, არ დაგიჭერენ, რადგან კანონმდებლობა აძლევს ადამიანს მანქანის გატაცების უფლებას, თუკი უკან დააბრუნებს და იტყვის, გასეირნება მომინდაო, მაგრამ განა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასე?

 

იგივე კანონი მწარმოებელს აძლევს პროდუქტში მცენარეული ცხიმის გამოყენების უფლებასაც. ოდესღაც 121-ე მუხლი არსებობდა კანონში და მამათმავლობა დასჯადი იყო. დღეს ეს აკრძალვა სისხლის სამართლის კოდექსში აღარ არსებობს, მაგრამ განა მამათმავალი უნდა გახდე, რადგან კანონით არ ისჯება?

 

შპს „შირაქი“ გახდებოდა გმირი და ამ საქმის პიონერი, თუკი ჩემი სტატის წაკითხვის შემდეგ გამოვიდოდა და იტყოდა: მიუხედავად იმისა, რომ კანონი მაძლევს ხალხის მოწამვლის უფლებას, ჩემი კომპანია უარს აცხადებს პალმის ცხიმის გამოყენებაზე და მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებო!

 

თუკი შპს „შირაქს“, რომელიც საქართველოს უძველესი კუთხის სახელს ატრებს, მამულისთვის უძგერს გული, სასამართლოებში კი არ უნდა ირბინოს, არამედ შეწყვიტოს პალმის ცხიმით გაჯერებული ყველის წარმოება და ამისკენ მოუწოდოს სხვა მწარმოებლებსაც!

 

იძულებული ვიქნები, ბოდიშიც მოვიხადო, თუკი საქართველოს სასამართლო ამიკრძალავს შპს „შირაქისათვის“ და ხალხისათვის პირში სიმართლის თქმას, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: პალმის ცხიმი საშიში პროდუქტია და სიმსივნეს იწვევს!

 

მოუხდის კი შპს „შირაქი“ ბოდიშს იმ ადამიანებს, რომლებიც ხვალ რიგში დადგებიან ონკოლოგთა კაბინეტებთან ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად, აფთიაქებში, ჯანდაცვის სამინისტროს მოსაცდელში ან ოპერაციის დასაფინანსებლად მიაკითხავენ ამა თუ იმ ინსტანციას?

 

- რატომ არავინ იღებს ხმას იმ სავალალო სტატისტიკაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ ელვის სისწრაფით უარესდება? ნუთუ ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმ-ონკოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, კლინიკებს, აფთიაქებს აწყობთ, რომ ამდენი ადამიანი დაავადდეს ყოველწლიურად უკურნებელი სენით?

 

- თქვენი კითხვის პასუხად ისევ შპს „შირაქის“ დამფუძნებლებს მივმართავ: დიახ, გეთანხმებით, შპს „შირაქის“ მესვეურნო - თქვენ უკანონოდ არაფერს ჩადიხართ, თქვენ კანონიერად, კონსტიტუციურად წამლავთ ქართველ ხალხს! მე კი მოვუწოდებ ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, არ მიირთვან თქვენი „იმერული ჭყინტი“, „იმერული სახაჭაპურე“ და არანაირი პროდუქტი, სადაც შემადგენლობაში წერია, რომ შეიცავს პალმის ცხიმს!  და, თუ თქვენ ჩემი განცხადების გამო ზარალი განიცადეთ, გისურვებთ, რომ ეს ზარალი გაზრდილიყოს. ასევე ვუსურვებ გაკოტრებას ყველა კომპანიას, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქციას აწარმოებს და მე არ დავიღლები ასეთი კომპანიების მხილებით. „შირაქის“ პროდუქტში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ყველთან, ბოროტად არის გამოყენებული სიტყვები: სახაჭაპურე და იმერული. ეს არის სიმსივნის გამომწვევი ბიოლოგიური იარაღი, ნაგავი, რომელსაც ყველად ასაღებენ!

 

 

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×