logo_geo
eng_logo
ნინი ქარსელაძე: წლების განმავლობაში კობალაძის ორგანიზაცია ფულს ჩვენ ხარჯზე შოულობდა!
- +

21 მაისი. 2019. 17:16

 

რამდენიმე თვეა კულტურის სფეროში აქტიურად  საუბრობენ ქართულა ბაზარზე საავტორო უფლებების დაცვის ახალი საზოგადოების შემოსვლის შესახებ. ხელოვანთა დიდი ნაწილი პრინციპულად გაემიჯნა კომპანიას, რომელთანაც წლების თანამშრომლობა აკავშირებს და სამართლის საძებნელად ახლა კომპანიას შეუერთდა, რამაც არსებული ასოციაციის განაწყენება გამოიწვია და ბინძური ხერხებით დაიწყო ბრძოლა. მომღერალი ნინი ქარსელაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გიგა კობალაძის ასოციაციას უთხრა „არა!“ და საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირა:

 

- კომპანიაში, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობდა, გაწევრიანებული ვიყავი სულ რაღაც წელიწად-ნახევარი, ამ ხნის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ ჩამერიცხა სამარცხვინოდ მცირე თანხა, არც ღირს თანხაზე ლაპარაკი, სასაცილოა, მეტი არაფერი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრი კითხვა დამიგროვდა, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე. სათანადოთაც არ ვიღებდით ალბათ ხმას, ვინაიდან ბაზარზე ერთადერთი იყო მსგავსი კომპანია, მონოპოლიას ფლობდა. გულითაც რომ მოგენდომებინა, სხვაგან ვერ წახვიდოდი. როდესაც გავწევრიანდი, სიმღერების კატალოგიც კი არ მიმატანინეს, როდესაც დავინტერესდი, მითხრეს, რომ ჩემს სიმღერებზე ყველა ინფორმაცია ჰქონდათ  და თვითონ მოაგვარებდნენ.

 

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, მე, მარიკა თხელიძე, „ქუჩის ბიჭები“, რუსა მორჩილაძე და აჩი ფურცელაძე ვიყავით პირველები, ვინც ვუთხარით გიგა კობალაძის ორგანიზაციას „არა!“.

 

უბრალოდ სამწუხარო და სამარცხვინოა, როდესაც ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძვის კობალაძის ორგანიზაცია.

 

- რას გულისხმობ?

 

- დავიწყებ იქიდან, არასწორი ფორმით გააჟღერეს, რომ ბაზარზე შემოსული ახალი კომპანია  „GERA“ რუსული კომპანიაა, რუსულ კომპანია „RAO“-სთან თანამშრომლობას მისცეს არასწორი ინტერპრეტირება იმის ფონზე, რომ ამ კომპანიასთან თვითონ კობალაძეს ექვსწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ძალიან მაინტერესებს, მაშინ არ იყო რუსული კომპანია? სამარცხვინოა ასეთი პროპაგანდა, თან მოტყუებით... როდესაც ვიდეორგოლი „არა ინტელექტის ოკუპაცია“ გაკეთდა, მონაწილეების ნახევარზე მეტმა არც იცოდა, რისთვის წერდნენ.

 

იქნებ მოერიდოს გიგა კობალაძეს და შეეშვას ბინძური მეთოდებით ბრძოლას, და ცივილიზებულად მიიღოს ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა. როდესაც შენ ვერ ან არ აკეთებ საქმეს კარგად, სხვას მაინც აცალე. შეჩერდეს და ნუ მანიპულირებს რუსული თემით, ნუ ავრცელებ ტყუილებს! ბევრმა ადამიანმა დამირეკა და დამისვა კითხვა ამასთან დაკავშირებით, პასუხი ერთია - რა თქმა უნდა, ეს არ არის რუსული კომპანია! რცხვენოდეს  გიგა კობალაძეს, როდესაც ასეთი ხერხებით ცდილობს კონკურენციის გაწევას.

 

- როდესაც კობალაძის ასოციაციის წევრი იყავი, თუ გქონია მასთან საუბარი ამ პრობლემებზე?

 

- მე არ მქონია, მაგრამ ჰქონდათ ჩემს კოლეგებს და კონკრეტული პასუხი ვერასდროს მიიღეს. არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ წლების განმავლობაში კობალაძის ორგანიზაცია ფულს ჩვენს ხარჯზე შოულობდა, სასაცილოა, დღეს რომ გადაწყვიტა გამჭვირვალობა და პირადი კაბინეტის შექმნა მომღერლებისთვის. აქამდე სად იყო? აქამდე რატომ არ იყო ეს ყოველივე ჩვენთვის ხელმისაწვდომი? არ არსებობს ადამიანი, რომელიც მეტყვის, რომ მისთვის ყველაფერი გამჭვირვალე იყო. ძალიან მალე მიხვდება ყველა, რასთანაც აქვთ საქმე და ჩამოიშლება ეგ ორგანიზაცია. ეყოს ჩვენ ხარჯზე გამდიდრება, საკმარისია!

 

- როდესაც ვიდეორგოლს იღებდნენ, შემოგთავაზეს მონაწილეობის მიღება?

 

- რატომ დარეკავდნენ, იცოდნენ, ჩემთან ტყუილები არ გამოუვიდოდათ.

 

- როდესაც ორგანიზაცია დატოვეთ, პრობლემები ხომ არ შეგექმნათ?

 

 - რა პრობლემები უნდა შეექმნათ, ძალით ვერავინ ვერსად დაიჭერს. როდესაც მე არ მაკმაყოფილებს მათი პირობები, ვხედავ არაჯანსაღ დამოკიდებულებას, ვდგები და მოვდივარ.

 

- ახალ კომპანიაზე რას იტყვით?

 

- ახალ კომპანიაზე რა ვთქვა, კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით, მთავარია, გამჭვირვალობაა და მაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ვიცი, საიდან მოდის ჩემი შემოსავალი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ჩემს ხარჯზე არავინ მდიდრდება.

 

გიგა კობალაძეს ვურჩევ, ნუ გამოიყენებს ბინძურ მეთოდებს იმ კომპანიის ჩასაძირად, რომელიც მოტივირებულია კარგი საქმის საკეთებლად. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეგეც ყველამ ვიცით, მაგრამ სიმღერა და ხელოვნება ყოველთვის იყო ის ხიდი, რომელიც არ უნდა ჩატყდეს...

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×