logo_geo
eng_logo
კახა კუხიანიძემ სალომე გოგიაშვილი აამღერა
- +

25 მარტი. 2016. 10:55


მას შემდეგ, რაც მომღერალი კახა კუხიანიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა, მისგან გამუდმებით გვესმის სიახლეები.


ამჟამად კახამ თავისი ახალი ნამუშევარი დუეტის სახით წარმოადგინა, მისი მეწყვილე კი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი აღმოჩნდა. სიმღერის პრემიერა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში - „სხვა რაკურსი" შედგა.


„სალომე ძალიან ნიჭიერია, ფანტასტიკური სმენა აქვს და გასაკვირი იქნებოდა, რომ არ ჰქონდეს, გენეტიკა მაინც თავიას შვრება. ძალიან სასიამოვნოდ მღერის, ძალიან მომწონს მისი ტემბრი და დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება.


სიმღერა ლილიკო ნემსაძემ დაწერა, ტექსტი  თიკა რუხაძეს ეკუთნის, ხოლო არანჟირება - ბორიკო შხიანს. წლებია, გვინდოდა ერთობლივი სიმღერის ჩაწერა და როგორც იქნა, მოვახერხეთ. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს, ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას", - განაცხადა კახა კუხიანიძემ „OK!"-სთან საუბრისას.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner