logo_geo
eng_logo
სალომე გოგიაშვილი ამღერდა – ტელეწამყვანის და კახა კუხიანიძის დუეტი
- +

25 მარტი. 2016. 11:15


სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც კახა კუხიანიძესთან ერთად სიმღერას ასრულებს. ვიდეო გია ჯაჯანიძის შოუში „სხვა რაკურსი", არის გადაღებული, რომელშიც ტელეწამყვანი და მუსიკოსი იყვნენ სტუმრად.


სალომემ და კახამ დუეტი სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერეს, რომლის პრემიერაც ზემოხსენებულ გადაცემაში შედგება. რაც შეეხება ნამუშევრის სახელწოდებას, ჯერჯერობით უცნობია...


კახა კუხიანიძე:


სიმღერის ავტორი ლილიკო ნემსაძე გახლავთ, ტექსტი თიკა რუხაძეს ეკუთვნის და არანჟირება ბორიკო შხიანს. წლებია გვინდოდა სიმღერის ჩაწერა და როგორც იქნა მოვაბით თავი (იღიმის). ვიმედოვნებთ, ხალხი შეიყვარებს, რადგან ამ სიმღერას ნამდვილად კარგი განწყობა აქვს...


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner