logo_geo
eng_logo
რობი უილიამსის კონცერტისთვის საქართველოში 20 კონტეინერი აპარატურა ჩამოვიდა!..
- +

19 მაისი. 2016. 22:27




რობი უილიამსის კონცერტისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. საქართველოში უკვე იმყოფებიან ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც ისეთ უმაღლესი კლასის ვარსკვლავებს ემსახურებიან, როგორებიც არიან ბიონსე, მადონას, პოლ მაკარტნი...


„დინამო არენაზე", სადაც 27 მაისს რობი უილიამსის გრანდიოზული შოუ გაიმართება, ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. ასევე თბილისში არიან მომღერლის დაცვის ინსტრუქტორებიც, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებს გააკონტროლებენ.


გუშინვე გემით ჩამოვიდა სცენა, ჯებირები, კულისები, ღობე, ეკრანები, განათება და ბევრი სხვა წვრილმანი... თვითმფრინავით კი უილიამსის სცენისთვის განკუთვნილ ე.წ. ბექლაინსა და ინსტრუმენტებს ჩამოიტანენ.  როგორც ორგანიზატორები აანონსებენ, კიდებ 5 ტრაილერს ელოდებიან ინგლისიდან და 2 სატვირთო თვითმფრინავს. ამ ყველაფერს კი 100-კაციანი კომპანია მოემსახურება და ააშენებს.


29 მაისს, ამ აპარატურას იგივე ტექნიკური პერსონალი ბათუმში გადაიტანს, სადაც უკვე 7 ივნისის Maroon 5-ის კონცერტისთვის მოემზადებიან. ჯგუფის ინსტრუმენტებსა და ბექლაინს, ანუ იმას, რაც სცენაზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ ერთი თვითმფრინავით ჩამოიტანენ საქართველოში.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner