logo_geo
eng_logo
ქაბულში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 25 ადამიანი
- +

4 აგვისტო. 2019. 20:29

 

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 25 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ტელეკომპანია „კურშიდის“ თანამშრომლები იყვნენ. ისინი ავტობუსით გადაადგილდებოდნენ.

 

აფეთქების შედეგად ავტობუსის მძღოლი და ერთი გამვლელი დაიღუპა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner