logo_geo
eng_logo
საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნობით, მოსკოვში აქციაზე 28 ათასი ადამიანი მივიდა
- +

10 აგვისტო. 2019. 16:59

 

მოსკოვში, ოპოზიციის საპროტესტო მიტინგის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „თეთრმა მრიცხველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე 28 ათასი ადამიანი მივიდა. პოლიციაში კი აცხადებენ, რომ აქციაზე 15 ათასი ადამიანი იმყოფება.

 

მიტინგის მთავარი ლოზუნგია - „გაუშვი! დაუშვი!“ აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებენ - „რუსეთი თავისუფალი იქნება!“ „რუსეთი პუტინის გარეშე!“

 

მიუხედავად იმისა, რომ მიტინგი სანქცირებულია, პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა.

 

მოსკოვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს სანკტ-პეტერბურგშიც, სადაც ამ დროისთვის 6 ადამიანი დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner