logo_geo
eng_logo
სენატორები: ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაბრუნდეს, საქართველოს ოკუპაციაა
- +

30 აგვისტო. 2019. 02:20

 

ამერიკელი სენატორები დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. ამ შინაარსის წერილით კანონმდებლებმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართეს. ტექსტი „Twitter“-ზე ბობ მენედესმა გაავრცელა.

 

 

წერილის თანახმად, რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას, „დიდი შვიდეულის“ დანიშნულება კი „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო კანონმდებლობისა საერთო ღირებულებების დაცვაა.

 

წერილში ნახსენებია უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ქცევა და აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს. 

 

წერილში მოცემულია ჩამონათვალი, რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დააბრუნონ, მათ შორის არის საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის გაგრძელება.

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

 

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების აზრით, რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner