logo_geo
eng_logo
ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა
- +

1 სექტემბერი. 2019. 16:52

 

 

ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა.

 

2004 წლის 1 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ქალაქ ბესლანის სკოლაში შემზარავი პროცესი დაიწყო. ჩეჩენი და ინგუში მეამბოხეები სკოლის შენობაში შეიჭრნენ და მძევლად აიყვანეს 1100 მასწავლებელი, ბავშვი და მათი ნათესავები, რომლებიც ორ დღეზე მეტ ხანს ჰყავდათ დაკავებული.

 

მეამბოხეები ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვდნენ. მესამე დღეს შენობაში აფეთქებების სერიას მოჰყვა ხანძარი და სისხლიანი შეტაკება ტერორისტებსა და რუსეთის უშიშროების ძალებს შორის. შეტაკებას 330 მძევალი ემსხვერპლა.

 

ბესლანის ტერაქტი თანამდროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.

 

2017 წელს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთათვის სამი მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს მთავრობამ ვერ დაიცვა მოქალაქეთა სიცოცხლე და შტურმის დაგეგმვის დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოება არ გაითვალისწინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner