logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრეზიდენტი: დასავლეთმა რუსეთთან არ უნდა ითანამშრომლოს
- +

2 სექტემბერი. 2019. 21:34

 

„დასავლეთმა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში არ უნდა ითანამშრომლოს“, - ამის შესახებ პოლონეთის ლიდერმა ანჟეი დუდამ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მხარს უჭერს თუ არა პოლონეთი დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას? ამ კონტექსტში თავს ერთი კითხვა უნდა დავუსვათ: ღირს კი რუსეთს business as usual-ის პრინციპით მივუდგეთ და მათთან საკუთარი ინტერესების შესაბამისად ვითანამშრომლოთ? ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა დუდამ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner