logo_geo
eng_logo
აშშ-ში მოზარდს ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში ადანაშაულებენ
- +

3 სექტემბერი. 2019. 23:57

 

 

აშშ-ში 14 წლის ბიჭს საკუთარი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოძიების ცნობით, მოზარდმა საკუთარი მამა, დედინაცვალი და და-ძმა ცეცხლსასროლი იარაღით სახლში დაჭრა, რის შემდეგაც იარაღი გადააგდო და პოლიციაში დარეკა.

 

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ სამართალდამცველებს ოჯახის სამი წევრი დაღუპული დახვდათ, ორი კი მოგვიანებით, სამედიცინო ცენტრის გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მოზარდმა დანაშაული უკვე აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.  მკვლელობა ალაბამას შტატში, ქალაქ ელკმონტში მოხდა.

 

სტატისტიკური მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წელს ცეცხლსასროლი იარაღით 300 შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უკანასკნელი გასულ კვირას, ტეხასის შტატში დაფიქსირდა, როდესაც 36 წლის მამაკაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ შვიდი ადამიანი მოკლა.

 

right_banner
არქივი
right_banner