logo_geo
eng_logo
ირანი აშშ-სგან კომპენსაციის სახით, 50 მილიარდ დოლარს ითხოვს
- +

29 სექტემბერი. 2019. 15:53

 

 

აშშ ბირთვულ შეთანხმებაში უნდა დაბრუნდეს და ირანს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს, რათა ირანი ბირთვული შეთანხმების რეალიზებას დაუბრუნდეს. ადგილობრივი სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უმაღლეს ლიდერთან არსებული სათათბირო ორგანოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

 

„თუკი ამერიკას სურს, რომ დავუბრუნდეთ ბირთვული შეთანხმების შესრულებას, ეს მათ თავად უნდა გააკეთონ და სულ მცირე, 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაგვიხადოს იმ ზარალის სანაცვლოდ, რომელიც სანქციების გამო მოგვადგა“, - განაცხადა რეზაიმ.

 

მისივე თქმით, ვაშინგტონი თავისი სანქციებით ქვეყნის სავაჭრო კავშირების გაწყვეტას და მის ბლოკადას ცდილობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner