logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: რუსეთთან დიალოგი ჩვენთვის მისაღებია
- +

3 ოქტომბერი. 2019. 01:05

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დიალოგს ცდილობს, თუმცა საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევაში მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს. ეს განცხადება მაიკ პომპეომ იტალიურ „ლა სტამპასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი გაიხსნება და სწორად მოქცევას დაიწყებს. ჩენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობას და დიალოგს. ეს სრულიად მისაღებად მიგვაჩნია. ჩვენმა პრეზიდენტმა ეს მკაფიოდ თქვა. ამავე დროს, მკაფიოდ გავაგებინეთ ყველას, რომ როდესაც რუსეთი არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ჩვენ რუსეთს პასუხს ვაგებინებთ,“ – განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner