logo_geo
eng_logo
საბედისწერო სელფი, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 22:48

 

ინდოელი პატარძალი თავის ოჯახის წევრებთან ერთად სელფის გადაღების მცდელობის დროს დაიღუპა. უბედური შემთხვევა ინდოეთის ტამილ ნადუს შტატში მდებარე წყალსაცავზე მოხდა. 

 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ახალდაქორწინებულები, თავიანთ და-ძმებთან ერთად ხელჩაკიდებული, მუხლამდე წყალში იდგნენ და ფოტოს გადაღება სურდათ. სწორედ ამ დროს, პატარძლის უმცროს ძმას ფეხი დაუცურდა და დანარჩენები თან გაიყოლა.

 

ქმარმა მხოლოდ საკუთარი დის გადარჩენა შეძლო.

 

დაღუპულებს შორის არიან პატარძლის 14 წლის ძმა, 18 და 19 წლის დები.

 

 


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner