logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა აქციების წლისთავზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
- +

17 ნოემბერი. 2019. 01:44

 

 

 

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა საპროტესტო მსვლელობის ერთი წლისთავზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირება პარიზის იტალიის მოედანზე მოხდა. დემონსტრანტებმა დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვირეს ვიტრინები და აღმართეს ბარიკადები, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. დედაქალაქში დაიხურა მეტროსადგურების ნაწილი. ელისეის მინდვრებსა და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე კი დემონსტრაციის გამართვა აიკრძალა.

 

საპროტესტო გამოსვლები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ტულუზასა და ლიონში.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 16 ნოემბერს ყვითელჟილეტიანთა საპროტესტო აქციაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 28 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან პარიზში 4,7 ათასი ადამიანი.

 

ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბრიდან იმართება. თავდაპირველად დემონსტრაციები საწვავის ფასის გაძვირების გამო დაიწყო, მოგვიანებით კი, ემანუელ მაკრონის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner