logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა
- +

31 მარტი. 2020. 13:54

 

 

რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსის მსხვერპლი 17 ადამიანი გახდა.

 

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი 2 337 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებულებიდან 121 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე თული მდგომარეობა დედაქალაქ მოსკოვშია, სადაც ინფიცირების 1613 შემთხვევა დაფიქსირდა, 11პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

მოსკოვში  და მოსკოვის რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმია გამოცხადებული, თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, მოქალაქეების უმეტესობა თვითიზოლაციას არასერიოზულად უდგება და არასამუშაო დღეებს პიკნიკებსა და ჯგუფურ გართობებზე იყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner