logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღდვების უგულებელყოფის ბრალდებით ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს
- +

2 აგვისტო. 2020. 14:12

 

 

სამხრეთ კორეაში დააკავეს რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი, რომელსაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღდვების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

 

როგორც „ვოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, ქრისტიანული ორგანიზაცია „სინჩხონჩჟის“ ლიდერს, ლი მან ხის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაში ადანაშაულებენ.

 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მესამედი აღნიშნული ორგანიზაციის წევრია.

 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლი მან ხიმ რელიგიური ორგანიზაციის შეკრებაზე მისული მიმდევრების რიცხვი დამალა. ამას გარადა, მას 4 მილიონი ევროს ოდენობით შემოწირულობების მითვისებაშიც სდებენ ბრალს.

 

სამხრეთ კორეაში პანდემიის ეპიცენტრი ქალაქ დეგუ იყო, სადაც რელიგიური ორგანიზაციის მიმდევარების რიცხვი დიდია. თავად რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი ბრალდებას უარყოფს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner