logo_geo
eng_logo
უკრაინამ საქართველო ე.წ. წითელი ზონის ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა
- +

2 აგვისტო. 2020. 21:48

უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. პირველი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი კლასიფიკაცია ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებს ადგენს და სახელმწიფოში ჩასვლისას თვითიზოლაციის ან კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ითვალისწინებს.

 

წითელ ზონაში ის ქვეყანა მოხვდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე COVID19-ის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს.

 

ასევე სახელმწიფოები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 2 კვირაში 30%-ით გაიზარდა.

 

ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, ე.წ წითელ ზონაში 127 ქვეყანა მოხვდა მათ შორის არის საქართველო:

 

ჩინეთი;

უნგრეთი;

საქართველო;

გერმანია;

ჩეხეთი;

ბულგარეთი;

ალბანეთი;

ჩერნოგორია;

პოლონეთი;

საფრანგეთი;

რუსეთი.

ამ სახელმწიფოებიდან უკრაინაში ჩასულებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14-დღიანი თვითიოზალაცია მოუწევთ.

 

right_banner
არქივი
right_banner