logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ქვეყნებში Wi-Fi უფასო იქნება
- +

18 სექტემბერი. 2016. 12:13



უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა ქალაქსა და სოფელში მოსახლეობა უფასო უსადენო ინტერნეტით ისარგებლებს.


ამ მიზნით ევროკავშირის კომისიამ 120 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც კონკრეტული ქალაქებისა და სოფლების ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მაღალი ხარისხის Wi-Fi-თი უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს.


ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭროს მიერ პროექტის რატიფიკაციის შემთხვევაში, გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოდან გახდება.


ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირში ასევე სრულად გაუქმდება როუმინგი, 2025 წლიდან კი 5G ინტერნეტი ევროკავშირის ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×