logo_geo
eng_logo
რუსეთმა სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო
- +

6 იანვარი. 2017. 14:03



გენერალ ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რუსეთმა შეიარარებული ძალების სირიიდან გაყვანა დაიწყო. მისი თქმით, ერთმა ნაკადმა უკვე დატოვა სირია.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწყებს, შეიარაღებული ძალების განლაგების შემცირებას სირიაში,"- განაცხადა გენერალმა ვალერი გერასიმოვმა.


რუსეთმა სირიაში ჯარები 2015 წლის 30 სექტემბერს შეიყვანა და მას შემდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტია. ოფიციალური ვერსიით, რუსული მხარე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" (ISIS) ებრძვის, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის რეალური სამიზნე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი რეჟიმია.



 

right_banner
არქივი
right_banner