logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: „რესპუბლიკელები“ ვლადიმირ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“
- +

7 იანვარი. 2017. 11:34


 

 

 


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს".


„რუსებს სურდათ არჩევნებში ჩარევა და ჩაერიენ კიდეც. რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ბოლო დროს დავინახეთ, რომ „რესპუბლიკელები" ან ექსპერტები, კომენტატორები ტელევიზიაში, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე თავიანთ თანამოქალაქეებს ამერიკელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თანამოქალაქეები „დემოკრატები" არიან", - განაცხადა ბარაქ ობამამ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


აღნიშნულის გამო, ობამა შეშფოთებას გამოთქვამს.

 

„ასეთი არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ყველა ერთ გუნდში ვართ. ვლადიმირ პუტინი ჩვენს გუნდში არ არის", - დასძინა ობამამ. 


გუშინ აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს ანგარიში რუსეთის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე.




 

right_banner
არქივი
right_banner