logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთის მეზობლების დასაცავად, ევროპაში მძიმე ტექნიკას აგზავნის
- +

7 იანვარი. 2017. 11:55


 




აშშ ევროპაში მძიმე ტექნიკას აგზავნის. მიზანი რუსეთის მეზობლების დაცვაა. ამერიკული შეიარაღების მსხვილი პარტია ბრემენის პორტში 6 იანვარს ჩაიტანეს. მათ შორის იყო ტანკები, თვითმავალი ქვემეხები და სხვადასხვა დანიშულების სამხედრო მანქანები. მძიმე ტექნიკას პოლონეთის ქალაქ ჟაგანის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე ჩაიტანენ. მომდევნო დღეებში შეიარაღების ნაწილს რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში გააგზავნიან.


შეიარაღებასთან ერთად ევროპაში ოთხი ათასი ამერიკელი ჯარისკაციც ჩავა - ქვეითთა დივიზია და სატანგო ბრიგადა.


აღმოსავლეთ ევროპის მხარდასაჭერად მიმართული პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება NATO-ს წევრი სახელწმიფოების ლიდერბმა 2016 წლის ივლისში მიიღეს.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner