logo_geo
eng_logo
ისრაელის ხელისუფლება გაერო-ს დაფინანსებას დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარით შეამცირებს
- +

8 იანვარი. 2017. 11:21



ისრაელის ხელისუფლება გაერო-ს დაფინანსებას დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარით შეამცირებს. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელის პასუხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც გმობს და მოუწოდებს ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ.


გაერო- ბოლო უნდა მოუღოს აბსურდულ რეალობას, სადაც ის მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა სრულად მიმართულია წაქეზებაზე და ანტიისრაელურ პროპაგანდაზე", - ნათქვამია გაერო-ში ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის განცხადებაში.


2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელისგან აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.




 

right_banner
არქივი
right_banner