logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის შემსრულებელი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო
- +

8 იანვარი. 2017. 22:08



ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ იერუსალიმში თავდასხმის შემსრულებელი პალესტინელი ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" მომხრე იყო.


შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 15-მდე კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.ინციდენტი იერუსალიმის ძველ ქალაქში, ტურისტებში პოპულარულ ადგილას მოხდა.


ნეთანიაჰუ ასევე არ გამორიცხა, რომ იერუსალიმში განხორციელებულ თავდასხმასა და ბერლინსა და ნიცაში განხოციელებულ ანალოგიურ თავდასხმებს შორის კავშირი იყოს.




 

right_banner
არქივი
right_banner