logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ტერორისტი, რომელმაც იერუსალიმში ტერაქტი განახორციელა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო
- +

9 იანვარი. 2017. 10:56


 


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ტერორისტი, რომელმაც იერუსალიმში ტერორისტული აქტი განახორციელა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო.


ჩვენ ვიცით თავდამსხმელის ვინაობა და ყველა ნიშნების მიხედვით, ის „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.


მისივე თქმით, შეიძლება კავშირი არსებობდეს იერუსალიმში მომხდარ თავდასხმასა და საფრანგეთსა და ბერლინში მომხდარ მსგავს თავდასხმებს შორის.


ჩვენ ვებრძვით ამ ჭირს და ჩვენ დავამარცხებთ მას", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


გუშინ იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 4 ჯარისკაცი გარდაიცვალა, 15-მდე ადამიანი კი დაშავდა.



 

right_banner
არქივი
right_banner