logo_geo
eng_logo
თურქეთში ტერაქტი აღკვეთეს
- +

10 იანვარი. 2017. 17:38



თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ გაზიანთეფში პოლიციამ თვითმკვლელი-ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელმაც პოლიციის შენობასთან აფეთქების მოწყობა სცადა.


როგორც თურქული გამოცემა Aksam იტყობინება, თვითმკვლელ ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა დამონტაჟებული. პოლიციამ მისი განეიტრალება შეძლო.


გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან სამედიცინო პერსონალი გაგზავნეს. როგორც გამოცემა Aksam-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი დაიჭრა.


Cumhuriye-ის ცნობით, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სამმა ტერორისტმა განახორციელა. გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია, მეორემ გაქცევა შეძლო, ხოლო მესამეს თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა. ამ დროისთვის სპეცოპერაცია გრძელდება.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner