logo_geo
eng_logo
რექს ტირელსონი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას ადასტურებს
- +

12 იანვარი. 2017. 00:17


 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა რექს ტილერსონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევად მიიჩნევს. როგორც რექსმა განაცხადა, რუსეთი დღეს საფრთხეს წარმოადგენს და ბარაქ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის ქმედებებზე სუსტ რეაგირებაში დაადანაშაულა.


„ამჟამად რუსეთი საფრთხეა. ის შეიჭრა უკრაინაში, მოახდინა ყირიმის ანექსია. ის მხარს უჭერს იმ სირიულ ძალებს, რომლებიც უხეშად არღვევენ ომის კანონებს. ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში აქვთ უფლება, იყვნენ შეშფოთებულები რუსეთის ასეთი აღზევებით", - აღნიშნა ტილერსონმა.


თუმცა, მისი თქმით, აშშ რუსეთთან დიალოგისკენ უნდა მიისწრაფოდეს, მაგალითად ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.

 

„ჩვენ უნდა განვიხილოთ რუსეთთან თანამშრომლობის ვარიანტები საერთო ინტერესების საფუძველზე, მაგალითად, ტერორიზმის გლობალური საფრთხის შემცირების. იქ, სადაც რჩება აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცეები ამერიკისა და მისი მოკავშირების ინტერესების დაცვაში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა.


ტილერსონის თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს მოკავშირეების წინაშე და რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე.


შეგახსენებთ, რომ ნავთობკორპორაცია Exxon Mobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი რექს ტილერსონი მომავალ სახელმწიფო მდივნად ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა.


„- ბობ მენენდესი: დაარღვია თუ არა რუსეთმა ეს საერთაშორისო წესრიგი, როდესაც მოახდინა ყირიმის ძალისმიერი ანექსია და შეიჭრა უკრაინაში?

- რექს ტილერსონი: დიახ, დაარღვია.

- ბობ მენენდესი: არღვევს თუ არა რუსეთის მიერ უცხო ქვეყნების ოკუპაცია საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს?

- რექს ტილერსონი: არ ვარ დარწმუნებული კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?

- ბობ მენენდესი: ყირიმის ანექსია...

- რექს ტილერსონი: დიახ!

- ბობ მენენდესი: აღმოსავლეთ უკრაინა, საქართველო?!

- რექს ტილერსონი: დიახ!"


 

right_banner
არქივი
right_banner