logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: როდესაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა
- +

12 იანვარი. 2017. 10:45



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აქტიურად არ უპასუხია საქართველო-რუსეთის ომისთვის.


არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ [რუსეთს] ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის [უკრაინაში შეჭრა]. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის", - განაცხადა ჯონ კერიმ.

 


 

right_banner
არქივი
right_banner