logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთ-თურქეთს შორის თანამშრომლობა სრულად აღდგენილია!
- +

14 ნოემბერი. 2017. 01:42


 

„მოსკოვსა და ანკარას შორის თანამშრომლობა სრულიად აღდგენილია", - ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, თურქ კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.


მისი თქმით, პირველი 8-9 თვის განმავლობაში, წელს, სავაჭრო ბრუნვა ერთი მესამედით მომატებულია, 2016 წელს ვარდნის შემდეგ. პუტინის განცხადებით, თურქეთთან მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, სირიის კრიზისზე.


თურქეთის ლიდერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება პოლიტიკურ, სამხედრო და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სულ უფრო ხშირად ხორციელდება კონტაქტები უმაღლეს დონეზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შეხვედრაც ეფექტური იქნება.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner