logo_geo
eng_logo
ბრიტანელ მსახიობს და მის 71 წლის ბებიას 19 წლის გოგოს მკვლელობაში ადანაშაულებენ
- +

15 ნოემბერი. 2017. 02:56



ბრიტანელი მსახიობი, ნეითან ელსი, რომელიც ტრილერში Dunkirk მონაწილეობს, ასევე მისი 71 წლის ბებია, როზმარი დინჩი პოლიციამ დააკავა, მათ დაკარგული გოგოს მკვლელობაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, 19 წლის გაია ფოუფმა, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნერვიულობს საკუთარ უსაფრთხოებაზე. დაკარგვის დღეს, 7 ნოემბერს ახალგზარდა გოგო ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს, როცა ის სახლისკენ გარბის.


ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 7 ნოემბერს ფოუფი სტუმრად იყო როზმარი დინჩთან და მის 19 წლის შვილიშვილთან. დაკავებულების სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა არც დაკარგული გოგო და არც მისი ცხედარი არ აღმოუჩენიათ.


სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.






 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner